https://sputnik-georgia.com/20260825/ruset-ukrainis-konfliqti-300353785.html
სპეცოპერაცია უკრაინაში: ოპტიმისტური ოპერატიული ვითარება
სპეცოპერაცია უკრაინაში: ოპტიმისტური ოპერატიული ვითარება
Sputnik საქართველო
რუსეთის შეტევა ჩქარდება. ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა ოთხი დასახლებული პუნქტი დონბასში, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში... 25.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-25T14:44+0400
2026-08-25T14:44+0400
2026-08-30T08:44+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_a37698b44f35f651ad5c1c8d36de5fc6.jpg
რუსეთის შეტევა ჩქარდება. ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა ოთხი დასახლებული პუნქტი დონბასში, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. მოწინააღმდეგის ნაწილებს კრამატორსკის წინ თავდაცვის ბოლო ზოლიდან აძევებენ. ახლოვდება დობროპოლიეს გათავისუფლება. წინა დღეს, „ისკანდერებმა“ კიევის მახლობლად უკრაინის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების 40 მობილური გამშვები დანადგარი გაანადგურეს. დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ხარკოვსა და ბანდერელების მიერ დროებით ოკუპირებულ რუსეთის სხვა ქალაქებში მტრის ფეხქვეშ მიწა იწვის.რუსეთის ჯარები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე აღმოსავლეთიდან თავდაჯერებით მიიწევენ წინ, ნიკანოროვკის მახლობლად ბრძოლებს აწარმოებენ. FPV-დრონების ოპერატორები სლავიანსკის გარეუბნებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკას წვავენ. დასახლებული პუნქტების — ბელიცკოეს, გრიშინოსა და კუჩეროვ იარის — თანმიმდევრულმა გათავისუფლებამ დაჯგუფება „ცენტრს“ საშუალება მისცა, დონბასში წარმატება განევითარებინა და დობროპოლიეს მიმართულებით წინ წასულიყო. გათავისუფლდა ანოვკა, ეს დობროპოლიეს უახლოესი გარეუბანი.უკრაინული „დამოუკიდებლობის“ დღეს რუსეთის ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ სუმის ოლქში სოფელი პერვოე მაია ბანდერეველებისგან გაწმინდა (რომელსაც კიევის რეჟიმმა მანამდე ნოვოკონსტანტინოვკა გადაარქვა). ამ დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლები 2025 წლიდან გრძელდებოდა. დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ ჯარებმა ასევე წინ წაიწიეს ხარკოვის ოლქში და სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ვასილევკის რაიონში (ვოლჩანსკის მონაკვეთზე). „ჩრდილოელების“ შეტევა დინამიკურად ვითარდება. სუმისა და ხარკოვის ოლქები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ზონა.დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ თავდაჯერებით მოქმედებს ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე. ზაპოროჟიეში მე-5 გვარდიული არმიის ჯარებმა 24 აგვისტოს სოფელი დოლინკა გაათავისუფლეს და აღმოსავლეთიდან „ორეხოვის მარწუხებს“ ქმნიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგებმა დღე-ღამის განმავლობაში 1350 ადამიანს გადააჭარბა, განადგურდა დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და არტილერია.რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ანადგურებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურას ოდესის პორტებში და ნატოს ლოგისტიკას. 25 აგვისტოს ღამით დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით საზღვაო ხომალდი დაზიანდა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდა და რომელიც „იუჟნის“ პორტში იმყოფებოდა. რეაქტიულმა „გერანებმა“ სამიზნეები დააზიანეს დუნაის პორტ კილიის რაიონში, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მსხვილ კვანძზე, დასახლება დობროსლავში, ოდესა–კრივოი როგის საავტომობილო გზასთან, შეტევა განხორციელდა.23 აგვისტოს „ისკანდერებით“ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ ბორისპოლში გაანადგურა მძიმე ტრაილერების თავმოყრა, რომლებიც მოდიფიცირებული იყო უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების გადასატანად და გასაშვებად. რუსეთის სამხედრო დაზვერვისა და სარაკეტო ჯარების ეფექტიანობა მაღალ დონეზე შეაფასეს ამერიკელმა ანალიტიკოსებმა Military Watch-იდან.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი სამხედრო ანალიტიკით არ ინტერესდება. ამიტომ 24 აგვისტოს განაცხადა კიევისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებისა და „მსურველთა კოალიციის“ სწავლების ჩატარების შესახებ უკრაინაში ჯარების გაგზავნის მოსამზადებლად: „არსებობს კონკრეტული გეგმები უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსებასთან დაკავშირებით... ჩვენ ჩავატარებთ სწავლებას, იმისათვის რომ კონტინგენტის გადასროლის მზადყოფნა უზრუნველვყოთ“. ბერნემი, სავარაუდოდ, მზად არ არის იმ შედეგებზე აგოს პასუხი, რომლებსაც ვერ აცნობიერებს.მას შემდეგ, რაც ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა უკრაინას „უფრო ძლიერი მხარდაჭერა“ აღუთქვეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა დაასკვნა: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც კიევს აწვდის იარაღსა და სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, მოსკოვს საპასუხო დარტყმის მიყენებისკენ უბიძგებს. როდესაც რუსეთი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, ალიანსის წარმომადგენლები განაცხადებენ, რომ ის იყო არაპროვოცირებული“. თუკი ამის განმცხადებელი ვინმე დარჩება.შურისძიება გარდაუვალია. ბანდერისტული უკრაინის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე ამერიკულ გამოცემა Politico-ს წარმოუდგენია. შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვმა ლონდონიდან რუსეთის ელჩი გაიწვია. სამწუხაროდ, დასავლური „იდიოკრატიის“ უკიდურესად უმეცარი ლიდერები ჩვეული ანტირუსული მითოლოგიის ჭაობში არიან ჩაფლულები და არაადეკვატურად აფასებენ მკაცრ რეალობას. ქურდი კიეველი მარიონეტები კი ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტისგან კიდევ უფრო შორს არიან.როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპასუხო ზომებზე საუბრობს, „გაცილებით უფრო მგრძნობიარესა და გაცილებით უფრო დამანგრეველზე“, ეს არა მხოლოდ და არც იმდენად უკრაინული პროქსი-არმიის ბედს ეხება. „ორეშნიკი“ და რუსეთის სხვა ჰიპერბგერითი არგუმენტები დიდი ხანია, თავის დროს ელოდებიან, რომ ნატოს ქვეყნების შეშლილი ლიდერები რეალობაში დააბრუნონ. სავარაუდოდ, მოსკოვს ბირთვული იარაღი არ დასჭირდება. ალიანსის არც ერთ ევროპელ წევრს ეფექტიანი (ინტეგრირებული) საჰაერო თავდაცვის სისტემა არ გააჩნია. ეს „გობლინების ნაკრძალი“ უკიდურესად შხამიანია, მაგრამ, ფაქტობრივად, დაუცველი.მოსკოვის გააფრთხილება „პანდორას ყუთის“ შესახებ ევროპიდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, იარაღის რიტორიკული ჟღარუნი კი არა, ომის ახალი ეტაპის გამოცხადებაა. რუსეთი გამარჯვებული დარჩება, უბრალოდ, იმიტომ, რომ რესურსები, დრო, ისტორიული სიმართლე და იარაღის ძალა — ყველაფერი მის მხარესაა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a334a2c62260fe953bde94ad77182ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთის შეტევა ჩქარდება. ორი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა ოთხი დასახლებული პუნქტი დონბასში, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. მოწინააღმდეგის ნაწილებს კრამატორსკის წინ თავდაცვის ბოლო ზოლიდან აძევებენ. ახლოვდება დობროპოლიეს გათავისუფლება. წინა დღეს, „ისკანდერებმა“ კიევის მახლობლად უკრაინის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების 40 მობილური გამშვები დანადგარი გაანადგურეს. დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ხარკოვსა და ბანდერელების მიერ დროებით ოკუპირებულ რუსეთის სხვა ქალაქებში მტრის ფეხქვეშ მიწა იწვის.
რუსეთის ჯარები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე აღმოსავლეთიდან თავდაჯერებით მიიწევენ წინ, ნიკანოროვკის მახლობლად ბრძოლებს აწარმოებენ. FPV-დრონების ოპერატორები სლავიანსკის გარეუბნებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკას წვავენ. დასახლებული პუნქტების — ბელიცკოეს, გრიშინოსა და კუჩეროვ იარის — თანმიმდევრულმა გათავისუფლებამ დაჯგუფება „ცენტრს“ საშუალება მისცა, დონბასში წარმატება განევითარებინა და დობროპოლიეს მიმართულებით წინ წასულიყო. გათავისუფლდა ანოვკა, ეს დობროპოლიეს უახლოესი გარეუბანი.
უკრაინული „დამოუკიდებლობის“ დღეს რუსეთის ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ სუმის ოლქში სოფელი პერვოე მაია ბანდერეველებისგან გაწმინდა (რომელსაც კიევის რეჟიმმა მანამდე ნოვოკონსტანტინოვკა გადაარქვა). ამ დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლები 2025 წლიდან გრძელდებოდა. დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ ჯარებმა ასევე წინ წაიწიეს ხარკოვის ოლქში და სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ვასილევკის რაიონში (ვოლჩანსკის მონაკვეთზე). „ჩრდილოელების“ შეტევა დინამიკურად ვითარდება. სუმისა და ხარკოვის ოლქები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ზონა.
დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ თავდაჯერებით მოქმედებს ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე. ზაპოროჟიეში მე-5 გვარდიული არმიის ჯარებმა 24 აგვისტოს სოფელი დოლინკა გაათავისუფლეს და აღმოსავლეთიდან „ორეხოვის მარწუხებს“ ქმნიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგებმა დღე-ღამის განმავლობაში 1350 ადამიანს გადააჭარბა, განადგურდა დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და არტილერია.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ანადგურებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურას ოდესის პორტებში და ნატოს ლოგისტიკას. 25 აგვისტოს ღამით დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით საზღვაო ხომალდი დაზიანდა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდა და რომელიც „იუჟნის“ პორტში იმყოფებოდა. რეაქტიულმა „გერანებმა“ სამიზნეები დააზიანეს დუნაის პორტ კილიის რაიონში, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის მსხვილ კვანძზე, დასახლება დობროსლავში, ოდესა–კრივოი როგის საავტომობილო გზასთან, შეტევა განხორციელდა.
23 აგვისტოს „ისკანდერებით“ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ ბორისპოლში გაანადგურა მძიმე ტრაილერების თავმოყრა, რომლებიც მოდიფიცირებული იყო უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების გადასატანად და გასაშვებად. რუსეთის სამხედრო დაზვერვისა და სარაკეტო ჯარების ეფექტიანობა მაღალ დონეზე შეაფასეს ამერიკელმა ანალიტიკოსებმა Military Watch-იდან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი სამხედრო ანალიტიკით არ ინტერესდება. ამიტომ 24 აგვისტოს განაცხადა კიევისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებისა და „მსურველთა კოალიციის“ სწავლების ჩატარების შესახებ უკრაინაში ჯარების გაგზავნის მოსამზადებლად: „არსებობს კონკრეტული გეგმები უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსებასთან დაკავშირებით... ჩვენ ჩავატარებთ სწავლებას, იმისათვის რომ კონტინგენტის გადასროლის მზადყოფნა უზრუნველვყოთ“. ბერნემი, სავარაუდოდ, მზად არ არის იმ შედეგებზე აგოს პასუხი, რომლებსაც ვერ აცნობიერებს.
მას შემდეგ, რაც ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა უკრაინას „უფრო ძლიერი მხარდაჭერა“ აღუთქვეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა დაასკვნა: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც კიევს აწვდის იარაღსა და სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის სიღრმეში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, მოსკოვს საპასუხო დარტყმის მიყენებისკენ უბიძგებს. როდესაც რუსეთი საპასუხო დარტყმას განახორციელებს, ალიანსის წარმომადგენლები განაცხადებენ, რომ ის იყო არაპროვოცირებული“. თუკი ამის განმცხადებელი ვინმე დარჩება.
შურისძიება გარდაუვალია. ბანდერისტული უკრაინის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე ამერიკულ გამოცემა Politico-ს წარმოუდგენია. შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვმა ლონდონიდან რუსეთის ელჩი გაიწვია. სამწუხაროდ, დასავლური „იდიოკრატიის“ უკიდურესად უმეცარი ლიდერები ჩვეული ანტირუსული მითოლოგიის ჭაობში არიან ჩაფლულები და არაადეკვატურად აფასებენ მკაცრ რეალობას. ქურდი კიეველი მარიონეტები კი ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტისგან კიდევ უფრო შორს არიან.
როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპასუხო ზომებზე საუბრობს, „გაცილებით უფრო მგრძნობიარესა და გაცილებით უფრო დამანგრეველზე“, ეს არა მხოლოდ და არც იმდენად უკრაინული პროქსი-არმიის ბედს ეხება. „ორეშნიკი“ და რუსეთის სხვა ჰიპერბგერითი არგუმენტები დიდი ხანია, თავის დროს ელოდებიან, რომ ნატოს ქვეყნების შეშლილი ლიდერები რეალობაში დააბრუნონ. სავარაუდოდ, მოსკოვს ბირთვული იარაღი არ დასჭირდება. ალიანსის არც ერთ ევროპელ წევრს ეფექტიანი (ინტეგრირებული) საჰაერო თავდაცვის სისტემა არ გააჩნია. ეს „გობლინების ნაკრძალი“ უკიდურესად შხამიანია, მაგრამ, ფაქტობრივად, დაუცველი.
მოსკოვის გააფრთხილება „პანდორას ყუთის“ შესახებ ევროპიდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, იარაღის რიტორიკული ჟღარუნი კი არა, ომის ახალი ეტაპის გამოცხადებაა. რუსეთი გამარჯვებული დარჩება, უბრალოდ, იმიტომ, რომ რესურსები, დრო, ისტორიული სიმართლე და იარაღის ძალა — ყველაფერი მის მხარესაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!