https://sputnik-georgia.com/20260825/rac-ar-unda-gaaketos-aucileblad-unda-gaasavon-ocnebasi-ivanisvili-daicves-300295251.html
რაც არ უნდა გააკეთოს აუცილებლად უნდა „გააშავონ“ – „ოცნებაში“ ივანიშვილი დაიცვეს
რაც არ უნდა გააკეთოს აუცილებლად უნდა „გააშავონ“ – „ოცნებაში“ ივანიშვილი დაიცვეს
Sputnik საქართველო
ოპოზიციამ აბასთუმანში სამედიცინო ცენტრის გადატანაში ივანიშვილის პირადი ინტერესი დაინახა, თუმცა მმართველი პარტია და თავად ცენტრის ხელმძღვანელობა ამას... 25.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-25T18:07+0400
2026-08-25T18:07+0400
2026-08-25T18:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/19/290047433_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_5f4443bb5da1f6f2cd921caf31c14edb.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება აბასთუმანში ფილტვის ცენტრის შესახებ გააკრიტიკეს და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის გაშავების მცდელობაში დაადანაშაულეს.თამარ ჩერგოლეიშვილმა აბასთუმანში ფილტვის ცენტრის ახალ ლოკაციაზე გადატანა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წინა ადგილმდებარეობა უფრო შესაფერისი იყო. მან ეს გადატანა ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმანში კერძო ქონების შეძენასაც დაუკავშირა.„ეს კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინამ, აუცილებლად უნდა „გააშავონ“. ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული პატრონებისგან. ის როდესაც ასეთი ტიპის ნაბიჯებს დგამს [ქველმოქმედებას] და აბასთუმანშიც გადადგა, არგუმენტები რომ არ აქვთ [ოპოზიციას], რაღაც ტყუილს ურევენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.მისი თქმით, წინა ხელისუფლებას აბასთუმნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე არ უზრუნია, ივანიშვილმა კი დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა საკუთარი ინვესტიციებით დაიწყო.„არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ იქ [აბასთუმანში] ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.ივანიშვილის კრიტიკა არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.„მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ, იმ ქველმოქმედებების მიმართ, რომელთა სია ამოუწურავია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.მისი თქმით, საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა არის ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის მის წინააღმდეგ აგორებული კრიტიკული კამპანია.მანამდე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა, რევაზ ჟღენტმა, ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ ცენტრის ძველი შენობები ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა პაციენტებსა და პერსონალს, ხოლო ახალი ადგილმდებარეობა სპეციალურად ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით შეირჩა.ჟღენტმა აღნიშნა, რომ ახალი ადგილმდებარეობა სამი ხეობიდან ჰაერის ნაკადების შეერთების საშუალებას იძლევა, ხოლო მიმდებარე ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.„ეს ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა - მდინარე ოცხე, კურცხნა და 12 კილომეტრით შედის ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. ამ სამი ხეობის ჰაერის შერწყმა ხდება და აქ არის სულ ჰაერის ცირკულაცია. სხვადასხვა ფოთლოვანი წიწვოვანი ნარგავების ჰაერის მიქსის წარმოქმნა არის სწორედ ამ პატარა მიკრო გარემოს კიდევ დამატებითი მიმზიდველობა“, - განაცხადა ჟღენტმა.კურორტის ისტორიაკურორტი აბასთუმანი თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი.გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/19/290047433_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_63e422ab36261f1b3469f80fa5d08595.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
რაც არ უნდა გააკეთოს აუცილებლად უნდა „გააშავონ“ – „ოცნებაში“ ივანიშვილი დაიცვეს
ოპოზიციამ აბასთუმანში სამედიცინო ცენტრის გადატანაში ივანიშვილის პირადი ინტერესი დაინახა, თუმცა მმართველი პარტია და თავად ცენტრის ხელმძღვანელობა ამას სპეკულაციად მიიჩნევს და ძველი შენობების ავარიულ მდგომარეობაზე აპელირებს
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება აბასთუმანში ფილტვის ცენტრის შესახებ გააკრიტიკეს და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის გაშავების მცდელობაში დაადანაშაულეს.
თამარ ჩერგოლეიშვილმა აბასთუმანში ფილტვის ცენტრის ახალ ლოკაციაზე გადატანა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წინა ადგილმდებარეობა უფრო შესაფერისი იყო. მან ეს გადატანა ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმანში კერძო ქონების შეძენასაც დაუკავშირა.
„ეს კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინამ, აუცილებლად უნდა „გააშავონ“. ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული პატრონებისგან. ის როდესაც ასეთი ტიპის ნაბიჯებს დგამს [ქველმოქმედებას] და აბასთუმანშიც გადადგა, არგუმენტები რომ არ აქვთ [ოპოზიციას], რაღაც ტყუილს ურევენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებას აბასთუმნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე არ უზრუნია, ივანიშვილმა კი დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა საკუთარი ინვესტიციებით დაიწყო.
„არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ იქ [აბასთუმანში] ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ივანიშვილის კრიტიკა არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ, იმ ქველმოქმედებების მიმართ, რომელთა სია ამოუწურავია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა არის ივანიშვილის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის მის წინააღმდეგ აგორებული კრიტიკული კამპანია.
მანამდე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა, რევაზ ჟღენტმა, ჩერგოლეიშვილის განცხადებას სპეკულაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ ცენტრის ძველი შენობები ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა პაციენტებსა და პერსონალს, ხოლო ახალი ადგილმდებარეობა სპეციალურად ჰაერის ცირკულაციის გათვალისწინებით შეირჩა.
ჟღენტმა აღნიშნა, რომ ახალი ადგილმდებარეობა სამი ხეობიდან ჰაერის ნაკადების შეერთების საშუალებას იძლევა, ხოლო მიმდებარე ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.
„ეს ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რადგან აქ ხდება სამი ხეობის ჰაერის შერწყმა - მდინარე ოცხე, კურცხნა და 12 კილომეტრით შედის ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. ამ სამი ხეობის ჰაერის შერწყმა ხდება და აქ არის სულ ჰაერის ცირკულაცია. სხვადასხვა ფოთლოვანი წიწვოვანი ნარგავების ჰაერის მიქსის წარმოქმნა არის სწორედ ამ პატარა მიკრო გარემოს კიდევ დამატებითი მიმზიდველობა“, - განაცხადა ჟღენტმა.
კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 235 კილომეტრის დაშორებით, ადიგენის რაიონში, ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
აბასთუმანი ქალაქის ტიპის დასახლებაა მთის ჰაერით, რომელიც საუკუნოვანი ფიჭვებისა და ნაძვების ნაწილაკებითაა გაჟღენთილი. სწორედ ეს ნაწილაკები ამდიდრებენ აბასთუმნის ჰაერს სამკურნალო თვისებებით, რომელიც განსაკუთრებით კარგია არაჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანებისთვის.
ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანმდევი დაავადებები, პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმა - ამ დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდებულია კურორტი აბასთუმანი.
გარდა ამისა, კურორტი აბასთუმანი ცნობილია თერმული წყლებით. მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება.
კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნის შუა პერიოდში დაფუძნდა. აბასთუმნის გვერდით რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მდებარეობს.