„ერთად ვლოცულობთ“ : საქართველო და რუსეთი პროექტის ფარგლებში ასობით ხატს გაცვლიან

© Сourtesy of David Tsetskhladzeრწმენის ხიდი: საქართველო და რუსეთი პროექტის „ერთად ვლოცულობთ“ ფარგლებში ასობით ხატს გაცვლიან
რწმენის ხიდი: საქართველო და რუსეთი პროექტის „ერთად ვლოცულობთ“ ფარგლებში ასობით ხატს გაცვლიან - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია ორი სახელმწიფოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სულიერი პროექტის დაწყებას აანონსებს
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ინიციატივა „ერთად ვლოცულობთ“ უნდა იქცეს თანამედროვეობის გამოწვევებზე ძლიერ ცივილიზაციურ პასუხად, გააერთიანოს რუსეთისა და საქართველოს მოძმე ხალხები საერთო რწმენისა და ათასწლოვანი ტრადიციების საფუძველზე, ნათქვამია რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განცხადებაში.
ავტონომია აღნიშნავს, რომ გლობალური ტურბულენტობის პირობებში პროექტი „ერთად ვლოცულობთ“ აჩვენებს, რომ სახალხო დიპლომატია და საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები ძმობის განმტკიცების მყარი საფუძველია.
პროექტის ცენტრალური ნაწილი იქნება ხატების - „რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობა“ დაწერა და საზეიმო გადაცემა. ხატებზე გამოსახული იქნებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი მამა გაბრიელი (ურგებაძე) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანი სერაფიმე საროველი.
© Сourtesy of David Tsetskhladzeრწმენის ხიდი: საქართველო და რუსეთი პროექტის „ერთად ვლოცულობთ“ ფარგლებში ასობით ხატს გაცვლიან
Грузия и Россия обменяются сотнями икон в рамках проекта Молимся вместе - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
რწმენის ხიდი: საქართველო და რუსეთი პროექტის „ერთად ვლოცულობთ“ ფარგლებში ასობით ხატს გაცვლიან
ორგანიზაციის ცნობით, უნიკალური ხატწერის შექმნის ინიციატივა ენთუზიასტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც მართლმადიდებელი ჟურნალისტი და რეჟისორი კონსტანტინე ცერცვაძე ხელმძღვანელობს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იდეას ჯერ კიდევ 2018 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისცა კურთხევა, რაც პროექტს განსაკუთრებულ სულიერ სტატუსს ანიჭებს.
პროექტი ერთჯერადი აქციის ფარგლებს სცდება. რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტის, დავით ცეცხლაძის თქმით, პროექტი „ერთად ვლოცულობთ“ გახდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მართლმადიდებლური აქცია რუსულ-ქართული ურთიერთობების უახლესი ისტორიის პერიოდში.
„ჩვენ უბრალოდ საჩუქრებს კი არ ვცვლით, არამედ ჩვენი ხალხების ზეციურ მფარველებს ვაკავშირებთ, რათა ვაჩვენოთ, რომ სულიერი ნათესაობა ნებისმიერ პოლიტიკურ გარემოებაზე ძლიერია. დაგეგმილია ასობით მართლმადიდებლური ხატის გაცვლა - საქართველოდან რუსეთში და პირიქით. ეს ისტორიულ პრეცედენტს ქმნის“, - აცხადებს ცეცხლაძე.
საქართველოში ხატების პირველი პარტიის დაწერა უკვე დასრულებულია. ისინი რუსეთში გაიგზავნება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს საჩუქრად გადაეცემა. ამ ეტაპზე პროექტი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელების პირადი სახსრებით ფინანსდება, რაც ღრმა გულწრფელობაზე და ორგანიზატორთა მხრიდან არაფორმალურ მიდგომაზე საუბრობს. სამომავლოდ კი ინიციატივაში სხვა არაგულგრილი მოქალაქეების ჩართვაც იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0