ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

© FB / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%- ზე მეტ ფართობზე, აცხადებენ სააგენტოში.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია უყწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინვენტარიზაციის სამუშაოები 45.727 ჰა ფართობზე განხორციელდება, რის შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, სადაც ასახული იქნება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის. მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის. ყველა ეს ღონისძიება ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელების გარანტიაა", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-ზე მეტ ფართობზე. ხოლო 2026 წლის ბოლომდე, ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0