თამარ ბაგრატიონმა კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტში მიიღო მონაწილეობა

თამარ ბაგრატიონი
თამარ ბაგრატიონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
FLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს.
"ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.
"ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება - ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.
თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.
საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ყველა ახალი ამბავი
0