აზერბაიჯანმა საქართველოში გაზის მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა

© photo: Sputnik / Dmitriy Lelchuk / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
აზერბაიჯანის მიერ რვა ქვეყანაში გაზის ექსპორტის საერთო მოცულობამ 4.105 მილიარდი დოლარის ღირებულების 12.431 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. საქართველომ გაზარდა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი: 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე ქვეყანაში მოწოდებული იქნა 162,6 მილიონი დოლარის ღირებულების 1,422 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიწოდების მოცულობა გაიზარდა 92 მილიონი კუბური მეტრით (6,9%), ხოლო ღირებულება - 11,6 მილიონი დოლარით (7,7%).
გარდა ამისა, 2026 წლის იანვრიდან მაისამდე, აზერბაიჯანმა რვა ქვეყანას მიაწოდა 12,431 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რომლის ღირებულება 4,105 მილიარდი დოლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 0,5%-ით (65,848 მილიონი კუბური მეტრით), ხოლო ღირებულება შემცირდა 12,8%-ით (436,466 მილიონი დოლარით).
2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ირანი ქვეყნის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა, რომლისგანაც აზერბაიჯანმა 13 მილიონი დოლარის 193,187 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან და თურქმენეთიდან იმპორტმა 208,246 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა (31,98 მილიონი დოლარი). ამრიგად, ღირებულებით ჭრილში იმპორტი 59,3%-ით (18,979 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო მოცულობით - 5,9%-ით (12,059 მილიონი კუბური მეტრით).
ყველა ახალი ამბავი
0