https://sputnik-georgia.com/20260824/-rkinigzaze-gadazidvebi-gaizarda-axali-monacemebi-300253158.html
საქართელოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
საქართელოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის აპრილ-ივნისში რკინიგზის მომსახურებით 425,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 24.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-24T13:33+0400
2026-08-24T13:33+0400
2026-08-24T13:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის მეორე კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,9%-ით გაიზარდა და 3,9 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 6,7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 33,5% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 59,8% ტრანზიტზე.მეორე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24,7% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75,3% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38% გამოგზავნილია რუსეთიდან, 22,7% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 39,3%).ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (17,4%), რუსეთში (10,1%) და ყაზახეთში (7,1%).ტრანზიტი„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 8,2% გადაზიდულია თურქეთში, 8,1% - ნიდერლანდებში, 5,5% - ჩინეთში, 2% – რუმინეთში, 1,8% - იტალიაში, 1,2% - უკრაინაში.აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 6,6%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 2,5%-ის – თურქეთი.რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32,7% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 22,2% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 13,7% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 64,5% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 16,6% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 16% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38,6%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13,2%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,5%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (12,4%), ძირითადი ლითონები (7,9%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (6,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,6%), ხე-ტყე და კორპისგან დამზადებული პროდუქცია (2,1%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (1,9%), მანქანა-დანადგარები (1,1%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34,7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27,3%), ძირითადი ლითონები (11,3%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (10,8%).სამგზავრო გადაზიდვები2026 წლის აპრილ-ივნისში რკინიგზის მომსახურებით 425,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 2,3%-ით შემცირდა და 91,7 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408,4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95,9%-ს შეადგენს და 3,4%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17,4 ათასი მგზავრი, რაც 3,5-ჯერ მეტია 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33,4% შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ხოლო აზერბაიჯანში გაემგზავრა 33,7%. სომხეთიდან ჩამოვიდა 21,4%, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 11,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს რკინიგზა
საქართელოს რკინიგზაზე გადაზიდვები გაიზარდა - ახალი მონაცემები
13:33 24.08.2026 (განახლებულია: 13:45 24.08.2026) 2026 წლის აპრილ-ივნისში რკინიგზის მომსახურებით 425,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2026 წლის მეორე კვარტალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,9%-ით გაიზარდა და 3,9 მლნ ტონა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის" ცნობით, აღნიშნული მოცულობიდან 6,7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვებზე, 33,5% საერთაშორისო გადაზიდვებზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო - 59,8% ტრანზიტზე.
მეორე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24,7% ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75,3% - ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე.
გარდა ამისა, რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38% გამოგზავნილია რუსეთიდან, 22,7% – აზერბაიჯანიდან. თითოეული სხვა გამოგზავნი ქვეყნის წილმა შეადგინა 10%-ზე ნაკლები (სულ 39,3%).
ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობა გატანილია სომხეთში (17,4%), რუსეთში (10,1%) და ყაზახეთში (7,1%).
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 8,2% გადაზიდულია თურქეთში, 8,1% - ნიდერლანდებში, 5,5% - ჩინეთში, 2% – რუმინეთში, 1,8% - იტალიაში, 1,2% - უკრაინაში.
აღნიშნულ პერიოდში ტრანზიტული ტვირთების 6,6%-ის გამომგზავნი ქვეყანა ბრაზილიაა, 2,5%-ის – თურქეთი.
რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32,7% მოდის კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, 22,2% - ქიმიკატებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ხელოვნურ ბოჭკოზე, რეზინის და პლასტმასის ნაწარმზე, 13,7% - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება შიდა გადაზიდვებზე განსხვავებულია: 64,5% მოდის ლითონის მადანზე და სამთომომპოვებელი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 16,6% - კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, 16% კი სატრანსპორტო აღჭურვილობაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38,6%), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (13,2%), ლითონის მადანი და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (12,5%), ქვანახშირი და ლიგნიტი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (12,4%), ძირითადი ლითონები (7,9%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (6,8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2,6%), ხე-ტყე და კორპისგან დამზადებული პროდუქცია (2,1%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის პროდუქცია (1,9%), მანქანა-დანადგარები (1,1%) ძირითადად რკინიგზით შემოჰქონდათ.
ამასთან, ექსპორტირებულია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34,7%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (27,3%), ძირითადი ლითონები (11,3%), ლითონის მადნები და სამთო მრეწველობისა და კარიერების სხვა პროდუქტები (10,8%).
2026 წლის აპრილ-ივნისში რკინიგზის მომსახურებით 425,8 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 0,5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობა 2,3%-ით შემცირდა და 91,7 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 408,4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 95,9%-ს შეადგენს და 3,4%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 17,4 ათასი მგზავრი, რაც 3,5-ჯერ მეტია 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 33,4% შემოვიდა აზერბაიჯანიდან, ხოლო აზერბაიჯანში გაემგზავრა 33,7%. სომხეთიდან ჩამოვიდა 21,4%, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 11,5%.