https://sputnik-georgia.com/20260823/xelovnuri-inteleqtis-saertasoriso-banaki-300251908.html
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
Sputnik საქართველო
ეს ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც რეგიონში ტარდება 23.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-23T20:31+0400
2026-08-23T20:31+0400
2026-08-24T01:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/17/300250133_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_745158951ab15e28520ac59a075e5811.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას თქმით, ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც ტარდება ჩვენს რეგიონში და წელს მასში 6 ქვეყანა მონაწილეობს.„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე უცხოელ სტუდენტებთან ერთად, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, შექმნან საერთაშორისო გუნდები და საერთაშორისო სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.პროგრამა ინგლისურენოვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, AI სხვადასხვა ინდუსტრიებში და პროფესიებში, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.ბანაკის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/17/300250133_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_924ad6a603b6b37e373d4be4f063c7af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
20:31 23.08.2026 (განახლებულია: 01:41 24.08.2026) ეს ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც რეგიონში ტარდება
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას თქმით, ბანაკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო AI ბანაკია, რომელიც ტარდება ჩვენს რეგიონში და წელს მასში 6 ქვეყანა მონაწილეობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე უცხოელ სტუდენტებთან ერთად, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, შექმნან საერთაშორისო გუნდები და საერთაშორისო სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.
პროგრამა ინგლისურენოვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, AI სხვადასხვა ინდუსტრიებში და პროფესიებში, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.
ბანაკის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.