მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის არმიამ უკრაინის პორტ „იუჟნიში“ საწვავის რეზერვუარები დაბომბა

© photo: Sputnik / Кирилл Зыков / გადასვლა მედიაბანკშიუპილოტო-საფრენი აპარატები „გერანი“
უპილოტო-საფრენი აპარატები „გერანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
გარდა ამისა, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც სამხედრო ტვირთის გადმოტვირთვისა და შენახვისთვის გამოიყენება.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. რუსეთის სამხედროებმა დრონებით განხორციელეს დარტყმები ოდესის ოლქში მდებარე პორტ „იუჟნიზე“, რის შედეგადაც საწვავ-საპოხი მასალების ხუთი რეზერვუარი და საპორტო ობიექტები დაზიანდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებასთან ასოცირდება.
„დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს იერიშები პორტებსა და საზღვაო გემებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთების მიწოდებაში მონაწილეობდნენ“, - განაცხადეს სამინისტროში.
მანამდე, 20 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური დარტყმა განახორციელეს კიევსა და კიევის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის მართვადი იარაღი და უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განსახორციელებლად.
ყველა ახალი ამბავი
0