მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თავდაცვის ძალებმა რუსეთის თავზე 320-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiyრუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე
რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
უკრაინული დრონები თითქმის ყოველ დღე ესხმიან თავს რუსეთის რეგიონებს - მათ შორის საკმაოდ დაშორებულებსაც
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 328 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„გასული ღამის განმავლობაში, 22 აგვისტოს, მოსკოვის დროით საღამოს 8:00 საათიდან 23 აგვისტოს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 328 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოწინააღმდეგის დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, ორენბურგის, ორიოლის, როსტოვის, რიაზანის, სარატოვის, სმოლენსკის, ტვერის და ტულის რეგიონების თავზე ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, უკრაინული დრონები გაანადგურეს მოსკოვის ოლქში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში, აზოვის ზღვასა და შავ ზღვაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები ყოველდღიურად ესხმიან თავს რუსეთის რეგიონებს, მათ შორის უკრაინის საზღვრიდან საკმაო მანძილით დაშორებულ ტერიტორიებსაც.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, ყველაზე ხშირად უკრაინული ძალების სამიზნე ბელგოროდის ოლქი ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0