https://sputnik-georgia.com/20260823/ramdeni-bina-gaiyida-tbilissi-ivlissi-300241957.html
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში ივლისში
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში ივლისში
Sputnik საქართველო
დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 15,1%-ით გაიზარდა 23.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-23T12:13+0400
2026-08-23T12:13+0400
2026-08-23T12:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/74/238117456_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_75ea2afa789bd1958f1ae6bda64b58b8.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ივლისთან შედარებით 22,8%-ით გაიზარდა - გაიყიდა 4,5 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 36,7%-ით და 393 მლნ დოლარი შეადგინა.გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 29,8%-ით გაიზარდა.ზრდა დაფიქსირდა ახალ პროექტებში როგორც პირველად (30,5%), ასევე მეორად (28,9%) ბაზრებზე. კომპანიის ცნობით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდა მიწოდების ზრდას ასახავს, რომლის ზრდის 44% სამგორის რაიონზე მოდის.ტრანზაქციების რაოდენობა ასევე 1,6%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 2026 წლის ივლისში მხოლოდ 12% იყო.2026 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, გარეუბნებში 10%-ით, ცენტრთან ახლოს 14,8%-ით და ქალაქის ცენტრში 13,3%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა. მეორად ბაზარზე, ქალაქის მასშტაბით, საშუალო შეწონილი ფასი 9,6%-ით გაიზარდა.ამ პერიოდში, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 15,1%-ით, ცენტრთან ახლოს 2,3%-ით და გარეუბნებში 12,8%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, ძველ პროექტებში ფასები 13,8%-ით გაიზარდა.კომპანიის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 3.1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41.600 ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23811/74/238117456_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_247ee8834e89ae8a05a57ff16f62aad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში ივლისში
დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 15,1%-ით გაიზარდა
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ივლისთან შედარებით 22,8%-ით გაიზარდა - გაიყიდა 4,5 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 36,7%-ით და 393 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 29,8%-ით გაიზარდა.
ზრდა დაფიქსირდა ახალ პროექტებში როგორც პირველად (30,5%), ასევე მეორად (28,9%) ბაზრებზე. კომპანიის ცნობით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების ზრდა მიწოდების ზრდას ასახავს, რომლის ზრდის 44% სამგორის რაიონზე მოდის.
ტრანზაქციების რაოდენობა ასევე 1,6%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებმა განახორციელეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 2026 წლის ივლისში მხოლოდ 12% იყო.
2026 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, გარეუბნებში 10%-ით, ცენტრთან ახლოს 14,8%-ით და ქალაქის ცენტრში 13,3%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა. მეორად ბაზარზე, ქალაქის მასშტაბით, საშუალო შეწონილი ფასი 9,6%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდში, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 15,1%-ით, ცენტრთან ახლოს 2,3%-ით და გარეუბნებში 12,8%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით, ძველ პროექტებში ფასები 13,8%-ით გაიზარდა.
კომპანიის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 3.1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41.600 ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.