კალათბურთი - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა

© Georgian Basketball Federationსაქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან თამაშის დროს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან თამაშის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
ისრაელთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებამდე გენერალური რეპეტიციაა იყო.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი ანგარიშით 101:90 მოიგო.
შეხვედრა ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 43:41 გავიდა.
დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90.
ისრაელთან მატჩი „ჯვაროსნებისთვის“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიციაა იყო.
მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართავს – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ხვდებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0