https://sputnik-georgia.com/20260823/graklian-goraze-samarxsi-sami-adamianis-nesti-armoacines-300239557.html
გრაკლიან გორაზე არქეოლოგებმა სამარხში სამი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
გრაკლიან გორაზე არქეოლოგებმა სამარხში სამი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას... 23.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-23T09:39+0400
2026-08-23T09:39+0400
2026-08-23T09:39+0400
არქეოლოგიური აღმოჩენები
საქართველო
ახალი ამბები
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22835/30/228353020_0:36:1200:711_1920x0_80_0_0_7a11199565663a156673b5b3e77466a4.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოებისას სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა, ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა.მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიანი გორის რამდენიმე ტერასაზე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია როგორც ახალი არქეოლოგიური მასალის გამოვლენა, ისე უკვე აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთების შესწავლა და ძეგლის ტერიტორიის დაცვა-მოწესრიგება. „სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას ემსახურება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.გრაკლიანის გორაზე გათხრები ადრეც ტარდებოდა და მაშინ არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როცა ამ პერიოდის ძეგლი მთლიანად შენახული აღმოჩნდა. ამგვარად, მეცნიერებს აქვთ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი წარმოდგენა იმ დროის ცხოვრების შესახებ.გრაკლიანის საიდუმლოგრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.ძეგლის ტერიტორიაზე ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა.იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22835/30/228353020_20:0:1140:840_1920x0_80_0_0_a9386cfb7e3f7724f75620668698e18f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველო, ახალი ამბები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
არქეოლოგიური აღმოჩენები, საქართველო, ახალი ამბები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
გრაკლიან გორაზე არქეოლოგებმა სამარხში სამი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას ემსახურება, აცხადებენ უწყებაში
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოებისას სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა, ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების ფარგლებში, მეხუთე ტერასაზე, კლდოვან ქანში ამოკვეთილი წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიანი გორის რამდენიმე ტერასაზე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია როგორც ახალი არქეოლოგიური მასალის გამოვლენა, ისე უკვე აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთების შესწავლა და ძეგლის ტერიტორიის დაცვა-მოწესრიგება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათხრილი ტერიტორიის ნაწილი რეკულტივაციას დაექვემდებარება, რაც ძეგლის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის დაცვას ემსახურება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.
გრაკლიანის გორაზე გათხრები ადრეც ტარდებოდა და მაშინ არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როცა ამ პერიოდის ძეგლი მთლიანად შენახული აღმოჩნდა. ამგვარად, მეცნიერებს აქვთ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი წარმოდგენა იმ დროის ცხოვრების შესახებ.
გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.
ძეგლის ტერიტორიაზე ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა.
იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.
იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.