https://sputnik-georgia.com/20260823/frinvelebze-nadirobis-sezoni-saqartvelosi-gaxsnidan-meore-dris-darrvevebi-300242657.html
ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში: გახსნიდან მეორე დღის დარღვევები
ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში: გახსნიდან მეორე დღის დარღვევები
Sputnik საქართველო
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები... 23.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-23T15:10+0400
2026-08-23T15:10+0400
2026-08-23T15:10+0400
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23703/25/237032548_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_48a3dc555c68f288d8afd996b845c2d6.jpg
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს 00:00 საათზე გაიხსნა.გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 45 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.22 აგვისტოს, ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში კი ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23703/25/237032548_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_a92c947e48defe1d95fa70518718c086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში: გახსნიდან მეორე დღის დარღვევები
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები.
თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს 00:00 საათზე გაიხსნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 18 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 45 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
22 აგვისტოს, ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში კი ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.