ესპანურმა „სევილიამ“ ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი პირველად გააფორმა

© Courtesy of Giorgi Kochorashviliგიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
ქოჩორაშვილმა 2025/2026 წლების სეზონში „სპორტინგის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეში სასტარტო შემადგენლობაში იყო
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ესპანურმა „სევილიამ“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან, გიორგი ქოჩორაშვილთან ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სევილიამ“ და „სპორტინგმა“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს – ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ქოჩორაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2023 წელს ნორვეგიასთან მატჩში შედგა, მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი ჩაატარა (მათ შორის,~ ოთხი ევრო 2024-ზე) და ოთხი გოლი გაიტანა.
„გიორგი ქოჩორაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც „სევილიაში“ ითამაშებს“, – წერს „სევილიის“ ოფიციალური გვერდი.
ქოჩორაშვილმა 2025/2026 წლების სეზონში „სპორტინგის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეში სასტარტო შემადგენლობაში იყო და სეზონის მეორე ნახევარში რეაბილიტაციას გადიოდა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2025 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა თამაში სეზონის ბოლომდე ესპანურ კლუბ „ლევანტეში“ განაგრძო. Transfermarkt-ის ცნობით, პორტუგალიელმა კოჩორაშვილში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ყველა ახალი ამბავი
0