უბილეთო მგზავრებმა ქვეყნის ბიუჯეტს შვიდ თვეში თითქმის 2 მილიონი ლარი შემატეს

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი მეტეხის ხიდზე
ავტობუსი მეტეხის ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2026
გამოწერა
ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას ერთი თვის (30 დღის) განმავლობაში, მისი ოდენობა 40 ლარამდე იზრდება.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ხაზინის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში 353.915.403 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში კი 223.865.716 ლარი.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. გადახდა ხდება ელექტრონულად სპეციალური სატრანსპორტო ან საბანკო ბარათებით.
საფასურის გადახდა-არგადახდაზე მონიტორინგს ახორციელებენ კონტროლიორები - მერიების თანამშრომლები, რომლებიც სპეციალური წამკითხველების მეშვეობით ამოწმებენ, იყო თუ არა გამოყენებული ტრანსპორტის ტერმინალში ბარათი.
ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას ერთი თვის (30 დღის) განმავლობაში, მისი ოდენობა 40 ლარამდე იზრდება.
თბილისში ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით სტანდარტული მგზავრობა 1 ლარი ღირს. სატრანსპორტო ან საბანკო ბილეთით გადახდა ნებისმიერ სხვა ტრანსპორტში გადაჯდომისას 90 წუთის განმავლობაში ადამიანს უფასო მგზავრობის უფლებას აძლევს.
ყველა ახალი ამბავი
0