https://sputnik-georgia.com/20260822/sobianini-ukrainis-zalebma-ert-kvirasi-moskovis-mimartulebit-2600-ze-meti-droni-gamousves-300239030.html
სობიანინი: უკრაინის ძალებმა ერთ კვირაში მოსკოვის მიმართულებით 2600-ზე მეტი დრონი გაუშევს
სობიანინი: უკრაინის ძალებმა ერთ კვირაში მოსკოვის მიმართულებით 2600-ზე მეტი დრონი გაუშევს
Sputnik საქართველო
რუსეთის დედაქალაქის მერის თქმით, შეხების ხაზზე წარუმატებლობის ფონზე კიევის მხრიდან დრონებით თავდასხმების ინტენსივობა იზრდება - მსგავსი დარტყმები ადრეც... 22.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-22T21:44+0400
2026-08-22T21:44+0400
2026-08-22T21:44+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249372288_0:194:3081:1928_1920x0_80_0_0_cba1b6be7362bb4c0c925a75bb976da3.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო კვირის განმავლობაში მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 2600-ზე მეტი დრონი გაიშვა, განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.„15 აგვისტოს, მოსკოვის დროით დილის 8:30 საათიდან 22 აგვისტოს, მოსკოვის დროით დილის 8:30 საათამდე, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 2652 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა“, - დაწერა სობიანინმა MAKS პლატფორმაზე.მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ რადგან კიევი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბრძოლის ველზე წარუმატებლობებს განიცდის, რუსეთის ტერიტორიაზე მისი თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმები ძლიერდება.ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმებს ახორციელებენ. დარტყმებმა ხანძრები და საქონლის ნაწილის განადგურება გამოიწვია; უმეტეს შემთხვევაში, პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე რაიმე კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია და არც შეიძლება მოყვეს. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები მაინც ზიანის მომტანია.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249372288_350:0:3081:2048_1920x0_80_0_0_6e76215c9facbfcda6f1272d1e8e570a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
სობიანინი: უკრაინის ძალებმა ერთ კვირაში მოსკოვის მიმართულებით 2600-ზე მეტი დრონი გაუშევს
რუსეთის დედაქალაქის მერის თქმით, შეხების ხაზზე წარუმატებლობის ფონზე კიევის მხრიდან დრონებით თავდასხმების ინტენსივობა იზრდება - მსგავსი დარტყმები ადრეც განხორციელდა Wildberry-ის საწყობებზე.
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბოლო კვირის განმავლობაში მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 2600-ზე მეტი დრონი გაიშვა, განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
„15 აგვისტოს, მოსკოვის დროით დილის 8:30 საათიდან 22 აგვისტოს, მოსკოვის დროით დილის 8:30 საათამდე, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 2652 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა“, - დაწერა სობიანინმა MAKS პლატფორმაზე.
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ რადგან კიევი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბრძოლის ველზე წარუმატებლობებს განიცდის, რუსეთის ტერიტორიაზე მისი თავდასხმები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმები ძლიერდება.
ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმებს ახორციელებენ. დარტყმებმა ხანძრები და საქონლის ნაწილის განადგურება გამოიწვია; უმეტეს შემთხვევაში, პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე რაიმე კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია და არც შეიძლება მოყვეს. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები მაინც ზიანის მომტანია.