https://sputnik-georgia.com/20260822/ramden-mgzavrs-moemsaxurnen-saqartvelos-aeroportebi-300229375.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94,5% რეგულარულ რეისებზე მოდის. 22.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-22T09:38+0400
2026-08-22T09:38+0400
2026-08-22T09:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8ef8d67edaf4d1666f2edbdbba15678b.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2026 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 2 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 5,7%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს „საქსტატის“ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა გასული წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 4,4%-ით ნაკლები მგზავრი მიიღეს — 1 მილიონი. აეროპორტებიდან ასევე 1 მლნ მგზავრი გაემგზავრა (7%-ით ნაკლები).საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94,5% რეგულარულ რეისებზე მოდის.ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 8,2 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 4,7%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მონაცემებზე.საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 141,1 ათასი მგზავრი გადაიყვანეს (18,3%-ით ნაკლები).სატვირთო გადაზიდვები2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 1,1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 21,1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 11,3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 90,8% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 9,2% - გაგზავნილი.ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 35,9 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 6%-ით ნაკლებია 2025 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_fb7d9395d2accb5e77f950c379b623c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქსტატი
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
09:38 22.08.2026 (განახლებულია: 09:50 22.08.2026) საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94,5% რეგულარულ რეისებზე მოდის.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2026 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 2 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 5,7%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტებმა გასული წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 4,4%-ით ნაკლები მგზავრი მიიღეს — 1 მილიონი. აეროპორტებიდან ასევე 1 მლნ მგზავრი გაემგზავრა (7%-ით ნაკლები).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94,5% რეგულარულ რეისებზე მოდის.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 8,2 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 4,7%-ით ნაკლებია 2025 წლის შესაბამის მონაცემებზე.
საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 141,1 ათასი მგზავრი გადაიყვანეს (18,3%-ით ნაკლები).
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 1,1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 21,1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, ქვეყნის აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის მოცულობამ 11,3 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 90,8% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 9,2% - გაგზავნილი.
ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 35,9 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 6%-ით ნაკლებია 2025 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელზე.