https://sputnik-georgia.com/20260822/putino-cveni-dartymebi-ufro-mgrznobiarea-vidre-mati-setevebi-300242107.html
პუტინი: ჩვენი დარტყმები უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მათი შეტევები
პუტინი: ჩვენი დარტყმები უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მათი შეტევები
Sputnik საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მოქმედ ობიექტებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის არმიას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში... 22.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-22T22:28+0400
2026-08-22T22:28+0400
2026-08-23T11:28+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_a37698b44f35f651ad5c1c8d36de5fc6.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ეფექტური, დროული და მოწინააღმდეგისთვის უფრო მგრძნობიარეა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვესტის“ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მოქმედ ობიექტებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის არმიას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებაში ეხმარება.„რადგან ეს აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მიწოდების და შეხების ხაზის პერსონალის როტაციის შესაძლებლობას ბლოკავს“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ხელს უშლის უკრაინის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს თავისი შეიარაღების სრულყოფაში დასავლელი სპონსორების პირდაპირი მონაწილეობით.პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო საწარმოებზე, მათ შორის კიევში განლაგებულებზე, მოწინააღმდეგის მიერ რუსეთის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმები უფრო მგრძნობიარე და დამანგრეველია.„ამასთან, რუსული არმიის ქმედებები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მგრძნობიარე და ბევრად უფრო დამანგრეველია“, - თქვა პუტინმა.ამ ფონზე, პუტინის თქმით, კიევისთვის მოვლენათა განვითარების კატასტროფული ტენდენცია იკვეთება.ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმებს ახორციელებენ. დარტყმებმა ხანძრები და საქონლის ნაწილის განადგურება გამოიწვია - არიან დაშავებულები და დაღუპულები.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე რაიმე კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია და არც შეიძლება მოყვეს. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები მაინც ზიანის მომტანია.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a334a2c62260fe953bde94ad77182ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი
პუტინი: ჩვენი დარტყმები უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მათი შეტევები
22:28 22.08.2026 (განახლებულია: 11:28 23.08.2026) უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მოქმედ ობიექტებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის არმიას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებაში ეხმარება, განაცხადა რუსეთის ლიდერმა
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ეფექტური, დროული და მოწინააღმდეგისთვის უფრო მგრძნობიარეა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვესტის“ ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მოქმედ ობიექტებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმები რუსეთის არმიას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებაში ეხმარება.
„რადგან ეს აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის მიწოდების და შეხების ხაზის პერსონალის როტაციის შესაძლებლობას ბლოკავს“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ხელს უშლის უკრაინის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს თავისი შეიარაღების სრულყოფაში დასავლელი სპონსორების პირდაპირი მონაწილეობით.
პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის თავდაცვით-სამრეწველო საწარმოებზე, მათ შორის კიევში განლაგებულებზე, მოწინააღმდეგის მიერ რუსეთის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმები უფრო მგრძნობიარე და დამანგრეველია.
„ამასთან, რუსული არმიის ქმედებები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მგრძნობიარე და ბევრად უფრო დამანგრეველია“, - თქვა პუტინმა.
ამ ფონზე, პუტინის თქმით, კიევისთვის მოვლენათა განვითარების კატასტროფული ტენდენცია იკვეთება.
ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმებს ახორციელებენ. დარტყმებმა ხანძრები და საქონლის ნაწილის განადგურება გამოიწვია - არიან დაშავებულები და დაღუპულები.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე რაიმე კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია და არც შეიძლება მოყვეს. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები მაინც ზიანის მომტანია.