https://sputnik-georgia.com/20260821/ruset-ukrainis-konfliqti-300241045.html
მოსაზრება: ამერიკული სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები კალინინგრადთან
მოსაზრება: ამერიკული სადაზვერვო და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები კალინინგრადთან
Sputnik საქართველო
აშშ და ნატო ბალტიის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ახალი თეატრისთვის მეთოდურად ემზადებიან. ატლანტისტების მიერ „კალინინგრადის პროექტის“ გააქტიურება სავარაუდოა... 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T17:21+0400
2026-08-21T17:21+0400
2026-08-23T10:21+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251967383_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_89e7b2437ec692cd95eda68d6f455885.jpg
აშშ და ნატო ბალტიის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ახალი თეატრისთვის მეთოდურად ემზადებიან. ატლანტისტების მიერ „კალინინგრადის პროექტის“ გააქტიურება სავარაუდოა ბანდერისტული უკრაინის კაპიტულაციამდე ან მის შემდეგ. ნატოს „შრომის დანაწილებაში“ ბალტიის ქვეყნებს კამიკაძეების როლი აქვთ დაკისრებული. მათ საკუთარი თავი უნდა გაწირონ რუსეთის დასასუსტებლად.აშშ-ს საჰაერო ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავმა EA-37B Compass Call-მა კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან ინტენსიური ფრენების შესრულება პირველად 18 აგვისტოს დაიწყო. აშშ-ს არმიის სადაზვერვო თვითმფრინავ ARTEMIS II-სა და ნატოს საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავ E-3A-სთან (AWACS) ურთიერთქმედებით. იმისათვის, რომ არავის მოუწიოს სპეციალიზებული სადაზვერვო და რადიოელექტრონული საავიაციო კომპლექსის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ყავაზე მკითხაობა, ჟურნალმა Military Watch-მა განაცხადა: „უახლესი ამერიკული რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი კალინინგრადში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ არის განლაგებული“.ამერიკელები არ მალავენ, რომ სისტემას EA-37B Compass Call „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფართომასშტაბიან კონფლიქტებში“ და ის „განკუთვნილია შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ჩასახშობად“. თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები მთლიანად არის დამოკიდებული მდგრად ელექტრომაგნიტურ კავშირზე.საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობა საინფორმაციო ქსელებს ეფუძნება, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მართვის ცენტრებს, რადარებსა და სარაკეტო კომპლექსებს. სახმელეთო ჯარებს კავშირი სჭირდებათ მოქმედებების კოორდინაციისთვის, მანევრისა და ცეცხლის მართვისთვის. ამერიკული თვითმფრინავის EA-37B-ის ამოცანაა ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ქსელების ჩახშობა, მოცემულ შემთხვევაში — კალინინგრადის ოლქში.ნატოს წარმომადგენელმა გამოცემა TVZ-სთან ინტერვიუში მნიშვნელოვანი დაზუსტება გააკეთა: საჰაერო ოპერაცია მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს და „კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ“. პარალელურად, კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან პოლონეთის სახმელეთო ჯარების გარკვეული „ფაცა-ფუცი“ მიმდინარეობს.რა ხდება? ან ირანის კონფლიქტმა აშშ-ში ვერავის ვერაფერი ასწავლა, ან ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებს ნატოში სასიკვდილო მახისკენ შეგნებულად მიაქანებს — „ბალტიის ჰორმუზისკენ“ („ჰეგემონის“ ახლო აღმოსავლეთის ინტერესების ღალატისთვის შურისძიების მიზნით). ესკალაციას მრავალი ვარიანტი აქვს, მშვიდობისა და კეთილმეზობლობისკენ სწრაფვა კი არ არსებობს. ბალტიისპირეთს გეგმაზომიერად და დაჟინებით ამზადებენ რუსეთთან ომისთვის. ბანდერისტული უკრაინის კაპიტულაციამდე თუ მის შემდეგ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კამიკაძე ქვეყნები არიან, ხოლო ნატოში ამ „ვარშავის პაქტის ნამსხვრევის“ პარადოქსული ყოფნაც კი გადავადებულ თვითგანადგურებას უტოლდება.ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 15 ივლისს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია „გაამხილა“: რუსეთი ბალტიის ქვეყნებსა ან პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა ოპერატიულად დაუჭირა მხარი ლიეტუველი კოლეგის პოზიციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ბალტიისპირეთის მოსახლეობის ასეთი „ტვინის გამორეცხვა“ საბოლოოდ ანგრევს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. არადა, სწორედ პოლონეთი ოცნებობს „პეტერბურგზე დარტყმებსა“ და კალინინგრადის „ხელში ჩაგდებაზე“.დასავლეთში არ დგას კითხვა: რატომ უნდა დაესხას რუსეთი თავს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, რომელთაგანაც მან 1990-იანი წლების დასაწყისში მშვიდად გათავისუფლდა? თუ უკრაინის გაკვეთილი სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული, ამერიკელებს ან ევროპელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ „ცრუ დროშის“ ქვეშ პროვოკაციის მოწყობა. სხვათა შორის, ლაიფციგის აეროპორტში FPV-დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ლიეტუვას უკავშირდებოდა. ეს დაადასტურა ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ლატვიისა და სხვა ქვეყნების გამომძიებლების გაერთიანებულმა ჯგუფმა.ლიეტუვა კი რუდნინკაის პოლიგონზე 40 მილიონ ევროდ ახალი ბანაკის აშენებას გეგმავს, რომელიც 1000 მოკავშირე სამხედრო მოსამსახურეზე იქნება გათვლილი. პროექტის დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ალბათ, ზედმეტი კეთილმოწყობა მიზანშეწონილი არ არის, თუ მოკავშირეებს სანგრებში მოუწევთ ცხოვრება და თანაც, არც ისე დიდხანს. გამოცემა „ბილდმა“, წყაროებზე დაყრდნობით, 17 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის სამ სტრატეგიას ამუშავებს. ნატოს დარტყმების პრიორიტეტული სამიზნეებია კალინინგრადის ოლქის ობიექტები. აშშ ნატოს სასიკვდილო მახეში აქცევს, რადგან ესკალაციის რომელიმე ეტაპზე რუსეთი იძულებული გახდება, მტრულად განწყობილ მეზობლებს „ცეცხლითა და მახვილით“ უპასუხოს.გერმანიის კუნძულ ფემარნთან რუსული ფრეგატის „ადმირალ კასატონოვის“ გამოჩენამ, რომლის ბორტზეც „ცირკონები“ და „კალიბრები“ იყო, ბერლინსა და ლონდონში ისტერიკა გამოიწვია, ბალტიის რეგიონში ნატოს ბაზებზე სარაკეტო დარტყმამდე დიდი ხნით ადრე. მზად არიან თუ არა ნატოს ევროპული ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომისთვის, მზად არიან თუ არა, გაიზიარონ ყოფილი უკრაინის ბედი?დასავლეთში ამერიკულ თვითმფრინავს „Compass Call“-ს (რომელიც საბერძნეთიდან პოლონეთში გადაიყვანეს) ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რადიოელექტრონული ბრძოლის პლატფორმად მიიჩნევენ „კალინინგრადის ოლქში რუსული ძალების დასაბრმავებლად და დასაყრუებლად“. ადრე ნახსენები სამი თვითმფრინავის ჯგუფს „ურთიერთშემავსებელი შესაძლებლობები აქვს, რაც ნატოს საშუალებას აძლევს, შეაგროვოს სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის რადარების, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა ელექტრომაგნიტური აქტივობის შესახებ“. დატენილი თოფი ერთ დღეს თავადაც ისვრის…გამოცემა The American Conservative დღეს „უკრაინელებისთვის ბოდიშის მოხდას“ სთავაზობს იმის გამო, რომ „აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინა მოლაპარაკებების გზიდან გადაიყვანეს და ომისკენ უბიძგეს“, ახლა კი, თითქოს, 2022 წლის გაზაფხულის ხელსაყრელი პირობები აღარ იქნება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ოთხი წლის განმავლობაში 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა, არავინ მოიხდის ბოდიშს. „ურფინ ჯუსის ხის ჯარისკაცები“ მხოლოდ კოცონის საწვავია, რომელზეც ხელებს „ჰეგემონი“ და მისი დაახლოებული სატელიტები ითბობენ. ბალტიის რეგიონის ხალხების წინაშეც მსგავსი პერსპექტივა იხსნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251967383_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_861a5be340d8fedb307ea13f1aca31ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
აშშ და ნატო ბალტიის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ახალი თეატრისთვის მეთოდურად ემზადებიან. ატლანტისტების მიერ „კალინინგრადის პროექტის“ გააქტიურება სავარაუდოა ბანდერისტული უკრაინის კაპიტულაციამდე ან მის შემდეგ. ნატოს „შრომის დანაწილებაში“ ბალტიის ქვეყნებს კამიკაძეების როლი აქვთ დაკისრებული. მათ საკუთარი თავი უნდა გაწირონ რუსეთის დასასუსტებლად.
აშშ-ს საჰაერო ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავმა EA-37B Compass Call-მა კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან ინტენსიური ფრენების შესრულება პირველად 18 აგვისტოს დაიწყო. აშშ-ს არმიის სადაზვერვო თვითმფრინავ ARTEMIS II-სა და ნატოს საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავ E-3A-სთან (AWACS) ურთიერთქმედებით.
იმისათვის, რომ არავის მოუწიოს სპეციალიზებული სადაზვერვო და რადიოელექტრონული საავიაციო კომპლექსის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ყავაზე მკითხაობა, ჟურნალმა Military Watch-მა განაცხადა: „უახლესი ამერიკული რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი კალინინგრადში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ არის განლაგებული“.
ამერიკელები არ მალავენ, რომ სისტემას EA-37B Compass Call „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფართომასშტაბიან კონფლიქტებში“ და ის „განკუთვნილია შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ჩასახშობად“. თანამედროვე საბრძოლო მოქმედებები მთლიანად არის დამოკიდებული მდგრად ელექტრომაგნიტურ კავშირზე.
საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობა საინფორმაციო ქსელებს ეფუძნება, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მართვის ცენტრებს, რადარებსა და სარაკეტო კომპლექსებს. სახმელეთო ჯარებს კავშირი სჭირდებათ მოქმედებების კოორდინაციისთვის, მანევრისა და ცეცხლის მართვისთვის. ამერიკული თვითმფრინავის EA-37B-ის ამოცანაა ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ქსელების ჩახშობა, მოცემულ შემთხვევაში — კალინინგრადის ოლქში.
ნატოს წარმომადგენელმა გამოცემა TVZ-სთან ინტერვიუში მნიშვნელოვანი დაზუსტება გააკეთა: საჰაერო ოპერაცია მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს და „კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ“. პარალელურად, კალინინგრადის ოლქის საზღვრებთან პოლონეთის სახმელეთო ჯარების გარკვეული „ფაცა-ფუცი“ მიმდინარეობს.
რა ხდება? ან ირანის კონფლიქტმა აშშ-ში ვერავის ვერაფერი ასწავლა, ან ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებს ნატოში სასიკვდილო მახისკენ შეგნებულად მიაქანებს — „ბალტიის ჰორმუზისკენ“ („ჰეგემონის“ ახლო აღმოსავლეთის ინტერესების ღალატისთვის შურისძიების მიზნით). ესკალაციას მრავალი ვარიანტი აქვს, მშვიდობისა და კეთილმეზობლობისკენ სწრაფვა კი არ არსებობს. ბალტიისპირეთს გეგმაზომიერად და დაჟინებით ამზადებენ რუსეთთან ომისთვის. ბანდერისტული უკრაინის კაპიტულაციამდე თუ მის შემდეგ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კამიკაძე ქვეყნები არიან, ხოლო ნატოში ამ „ვარშავის პაქტის ნამსხვრევის“ პარადოქსული ყოფნაც კი გადავადებულ თვითგანადგურებას უტოლდება.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 15 ივლისს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია „გაამხილა“: რუსეთი ბალტიის ქვეყნებსა ან პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა ოპერატიულად დაუჭირა მხარი ლიეტუველი კოლეგის პოზიციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით. ბალტიისპირეთის მოსახლეობის ასეთი „ტვინის გამორეცხვა“ საბოლოოდ ანგრევს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. არადა, სწორედ პოლონეთი ოცნებობს „პეტერბურგზე დარტყმებსა“ და კალინინგრადის „ხელში ჩაგდებაზე“.
დასავლეთში არ დგას კითხვა: რატომ უნდა დაესხას რუსეთი თავს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, რომელთაგანაც მან 1990-იანი წლების დასაწყისში მშვიდად გათავისუფლდა? თუ უკრაინის გაკვეთილი სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული, ამერიკელებს ან ევროპელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ „ცრუ დროშის“ ქვეშ პროვოკაციის მოწყობა. სხვათა შორის, ლაიფციგის აეროპორტში FPV-დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ლიეტუვას უკავშირდებოდა. ეს დაადასტურა ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ლატვიისა და სხვა ქვეყნების გამომძიებლების გაერთიანებულმა ჯგუფმა.
ლიეტუვა კი რუდნინკაის პოლიგონზე 40 მილიონ ევროდ ახალი ბანაკის აშენებას გეგმავს, რომელიც 1000 მოკავშირე სამხედრო მოსამსახურეზე იქნება გათვლილი. პროექტის დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ალბათ, ზედმეტი კეთილმოწყობა მიზანშეწონილი არ არის, თუ მოკავშირეებს სანგრებში მოუწევთ ცხოვრება და თანაც, არც ისე დიდხანს. გამოცემა „ბილდმა“, წყაროებზე დაყრდნობით, 17 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის სამ სტრატეგიას ამუშავებს. ნატოს დარტყმების პრიორიტეტული სამიზნეებია კალინინგრადის ოლქის ობიექტები. აშშ ნატოს სასიკვდილო მახეში აქცევს, რადგან ესკალაციის რომელიმე ეტაპზე რუსეთი იძულებული გახდება, მტრულად განწყობილ მეზობლებს „ცეცხლითა და მახვილით“ უპასუხოს.
გერმანიის კუნძულ ფემარნთან რუსული ფრეგატის „ადმირალ კასატონოვის“ გამოჩენამ, რომლის ბორტზეც „ცირკონები“ და „კალიბრები“ იყო, ბერლინსა და ლონდონში ისტერიკა გამოიწვია, ბალტიის რეგიონში ნატოს ბაზებზე სარაკეტო დარტყმამდე დიდი ხნით ადრე. მზად არიან თუ არა ნატოს ევროპული ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომისთვის, მზად არიან თუ არა, გაიზიარონ ყოფილი უკრაინის ბედი?
დასავლეთში ამერიკულ თვითმფრინავს „Compass Call“-ს (რომელიც საბერძნეთიდან პოლონეთში გადაიყვანეს) ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რადიოელექტრონული ბრძოლის პლატფორმად მიიჩნევენ „კალინინგრადის ოლქში რუსული ძალების დასაბრმავებლად და დასაყრუებლად“. ადრე ნახსენები სამი თვითმფრინავის ჯგუფს „ურთიერთშემავსებელი შესაძლებლობები აქვს, რაც ნატოს საშუალებას აძლევს, შეაგროვოს სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის რადარების, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა ელექტრომაგნიტური აქტივობის შესახებ“. დატენილი თოფი ერთ დღეს თავადაც ისვრის…
გამოცემა The American Conservative დღეს „უკრაინელებისთვის ბოდიშის მოხდას“ სთავაზობს იმის გამო, რომ „აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინა მოლაპარაკებების გზიდან გადაიყვანეს და ომისკენ უბიძგეს“, ახლა კი, თითქოს, 2022 წლის გაზაფხულის ხელსაყრელი პირობები აღარ იქნება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ოთხი წლის განმავლობაში 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა, არავინ მოიხდის ბოდიშს. „ურფინ ჯუსის ხის ჯარისკაცები“ მხოლოდ კოცონის საწვავია, რომელზეც ხელებს „ჰეგემონი“ და მისი დაახლოებული სატელიტები ითბობენ. ბალტიის რეგიონის ხალხების წინაშეც მსგავსი პერსპექტივა იხსნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!