https://sputnik-georgia.com/20260821/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-300225486.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის II კვარტალში საქართველოს პორტები 4,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54,5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T20:58+0400
2026-08-21T20:58+0400
2026-08-21T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პორტები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396201_0:116:3068:1842_1920x0_80_0_0_593cab94d6eb5d201341fa11a8562c87.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 5,4 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 47,8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21,7 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 461 გემი, რომელთა 47,3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24,9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19,3 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39,1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34,8 პროცენტით მეტი — კონტეინერმზიდი, 17,3 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 2,3 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი — 6 პროცენტით ნაკლები.ასევე პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13,7 პროცენტი - თურქეთის, 10 პროცენტი - ლიბერიის, 7,5 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 50,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19,1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,2 პროცენტი — თურქეთის, 11,3 პროცენტი — ლიბერიის, 7,2 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 47,3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანა2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54,5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53,2 პროცენტს შეადგენდა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396201_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_65993ad43848b86d706dc58422bd5020.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2026 წლის II კვარტალში საქართველოს პორტები 4,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54,5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 5,4 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 47,8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30,5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 21,7 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 461 გემი, რომელთა 47,3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 24,9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 19,3 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8,5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39,1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34,8 პროცენტით მეტი — კონტეინერმზიდი, 17,3 პროცენტით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 2,3 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი — 6 პროცენტით ნაკლები.
ასევე პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18,2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13,7 პროცენტი - თურქეთის, 10 პროცენტი - ლიბერიის, 7,5 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 50,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19,1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15,2 პროცენტი — თურქეთის, 11,3 პროცენტი — ლიბერიის, 7,2 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 47,3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54,5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53,2 პროცენტს შეადგენდა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.