რა განიხილეს გეკა გელაძემ და სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისში

© State Security Service Of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ქრისტინე გრიგორიანი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, ქრისტინე გრიგორიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
გამოწერა
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გეკა გელაძესა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შორის გაიმართა, განხილვის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა იყო. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
სუსის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქრისტინე გრიგორიანი, დელეგაციასთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყველა ახალი ამბავი
0