რა ელის თბილისს რუსთაველზე რეაბილიტაციის გამო - კალაძე ორთვიან სირთულეებს აანონსებს

© photo: Sputnik / Stringerრეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
გამოწერა
10 სექტემბრისთვის მერია ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 10 სექტემბრისთვის მერია ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. კალაძის თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება თვითონ სამუშაოებს, რომელსაც მერია ახორციელებს, მერის განმარეტბით, ისინი მასშტაბური და ფუნდამენტურია და მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლით არ შემოიფარგლება, არამედ სრულად აახლებს ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას.
© photo: Sputnik / Stringerრეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
Уникальные архитектурные сооружения в доме Мелик-Азарянца, обнаруженные при ремонте проспекта Руставели - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
"ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, რა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა აუცილებელია, რეაბილიტაციის თითოეული ეტაპისა და დეტალის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რუსთაველის გამზირის მოვლა-პატრონობა და განვითარება მხოლოდ მუნიციპალური ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის. საუბარია გამზირზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. რუსთაველი ჩვენი დედაქალაქის სახეა და არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერების, არამედ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სექტემბერი, გადაადგილების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მოსახლეობა ქალაქში ბრუნდება და სასწავლო პროცესი იწყება.
"კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება", - აღნიშნა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringerრეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
Ремонт проспекта Руставели в центре столицы Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
მისი თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს გადაადგილების ალტერნატიული სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს.
"ვგეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის ქვედა ფენებში სამუშაოები დასრულებული იქნება. პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი უამინდობაა, თუმცა იმ დღეებშიც კი, როდესაც თბილისში ინტენსიურად წვიმდა, სამუშაოები არ შეჩერებულა", - განაცხადა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringerრეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
Ремонт проспекта Руставели в центре столицы Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
მისივე ინფორმაციით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
© photo: Sputnik / Stringerრეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
Ремонт проспекта Руставели в центре столицы Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირზე
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0