ქართული კარტოფილი ახალ ბაზრებს ეძებს – ვიდეო

გამოწერა
საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი თითქმის ხუთჯერ შემცირდა - 2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ექსპორტზე 4,9 მლნ დოლარის 18.4 ათასი ტონა პროდუქტი გაიტანა, რაც 81,5%-ით ნაკლებია 2025 წელთან შედარებით, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია მოსალოდნელი იყო.
ძირითადი მიზეზი რუსეთში მიწოდების შემცირებაა, სადაც დიდი მოსავალი მიიღეს. რუსეთმა საქართველოდან კარტოფილის იმპორტი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. მიწოდება ცხრა თვეს გაგრძელდა, პიკს კი 2025 წლის აპრილში მიაღწია,
შემდეგ კი შემცირება დაიწყო. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთს 20,5 მლნ დოლარის ღირებულების კარტოფილი მიჰყიდა, წელს - მხოლოდ 1,4 მილიონი დოლარის.

გაყიდვების ძირითადი ბაზარი აზერბაიჯანი გახდა, სადაც 2,2 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი გაიგზავნა. მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე ბელარუსი, რომელმაც 942 ათასი დოლარის ღირებულების კარტოფილი შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0