https://sputnik-georgia.com/20260821/opoziciam-cven-moqalaqeebs-fsiqologiuri-terori-mouwyo-da-bodisi-moixados-mawavariani-300222158.html
ოპოზიციამ ჩვენ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო და ბოდიში მოიხადოს: მაჭავარიანი
ოპოზიციამ ჩვენ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო და ბოდიში მოიხადოს: მაჭავარიანი
Sputnik საქართველო
მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს ბოლო წლების საპროტესტო კამპანიებისა და განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებზე განხორციელებული... 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T17:20+0400
2026-08-21T17:20+0400
2026-08-21T17:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:319:960:859_1920x0_80_0_0_79f5156fea18e23ae58c4b6601da34fe.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ ე.წ. „რუსული კანონის“ გარშემო წარმოებული კამპანიის, ასევე უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.პარლამენტარის თქმით, ეს ჯგუფები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მოქალაქეებს თავს მოახვიონ საკუთარი დღის წესრიგი და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ.მაჭავარიანმა ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. მან განაცხადა, რომ მომიტინგეები მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და კიევისთვის ქართული იარაღის გადაცემას.მან ასევე განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებმა „ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს“ იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა.მაჭავარიანის თქმით, საზოგადოებამ ბოლო წლების მოვლენები უნდა გაიაზროს, რათა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ვეღარ განახორციელონ.„აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, - განაცხადა მან.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი
ოპოზიციამ ჩვენ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო და ბოდიში მოიხადოს: მაჭავარიანი
მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს ბოლო წლების საპროტესტო კამპანიებისა და განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლისთვის.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ ე.წ. „რუსული კანონის“ გარშემო წარმოებული კამპანიის, ასევე უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტარის თქმით, ეს ჯგუფები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მოქალაქეებს თავს მოახვიონ საკუთარი დღის წესრიგი და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ.
მაჭავარიანმა ასევე დაადანაშაულა ოპოზიცია უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. მან განაცხადა, რომ მომიტინგეები მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში და კიევისთვის ქართული იარაღის გადაცემას.
„ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, ავირიდეთ ომი. ამ მოთხოვნების შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო აგენტურამ დააორგანიზა აქციები. დიახ, მათ აქციები დააორგანიზეს ომის არიდების გამო!“ - დაწერა მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
მან ასევე განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებმა „ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს“ იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა.
მაჭავარიანის თქმით, საზოგადოებამ ბოლო წლების მოვლენები უნდა გაიაზროს, რათა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ვეღარ განახორციელონ.
„აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, - განაცხადა მან.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.