მონადირეების საყურადღებოდ: საქართველოში კონტროლი 22 აგვისტოდან გამკაცრდება

CC0 / nikolabelopitov / სანადირო თოფი
სანადირო თოფი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2026
გამოწერა
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და 2027 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაამკაცრებს კონტროლს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონზე, რომელიც 22 აგვისტოს იწყება და 2027 წლის 1 მარტამდე გრძელდება.
უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრი კონტროლი განახორციელდება.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები, დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები ყველა მსურველს შეუძლია იხილოს უწყების ვებგვერდზე მითითებულ ბმულზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ყველა ახალი ამბავი
0