https://sputnik-georgia.com/20260821/irakli-raribasvili-xelisuflebas-ralatsa-da-cru-braldebebsi-adanasaulebs-300219276.html
ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას ღალატსა და ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს
ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას ღალატსა და ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის შიდაპარტიული ბრძოლის მსხვერპლია 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T16:18+0400
2026-08-21T16:18+0400
2026-08-21T16:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041709_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_fdc33a1ed1bcabe21a52ee2c69eb185c.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ფულის გათეთრებისთვის გასამართლებულმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს და ქვეყნის მთავრობა ღალატში დაადანაშაულა.ამ კვირაში ღარიბაშვილმა დუმილი დაარღვია, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და ფულის გათეთრების გამოძიების დაწყების შემდეგ დაიწყო. მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებენ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს გარანტიები, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდება.მისი თქმით, ის ციხეში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო.„აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის“, - წერს ღარიბაშვილი.მისი თქმით, ხელისუფლება ახლა მას მამის შესაძლო დაპატიმრებით აშანტაჟებს და ის ასეთ ნაბიჯებზე რეაგირებას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას ზოგადად არ აპირებს.„მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - დაწერა ღარიბაშვილმა.მანამდე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 21 ივლისს, საქართველოს რეგიონების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მას წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალდებას წაუყენებენ, მიმდინარე სასჯელის შენარჩუნებით, რათა პოლიტიკაში მისი დაბრუნება არ დაუშვან.მსჯავრდებულმა ექს-პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წერილი მას მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაეგზავნა.ამასთან, მამუკა მდინარაძე, რომელიც ღარიბაშვილისთვის ბრალდების წაყენების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა (სუსი კი ექს-პრემიერის საქმეს იძიებდა), ბრალდებებს აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებს.ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა - 24 ოქტომბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.2019 წლიდან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. ღარიბაშვილმა თაღლითურად გაათეთრა დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო.2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6,5 მლნ აშშ დოლარი.2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, ის დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსა და ხუთწლიან პატიმრობას, ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, - ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286041709_78:0:1217:854_1920x0_80_0_0_eafac3e2b4100606dc05268dcae3bb99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას ღალატსა და ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის შიდაპარტიული ბრძოლის მსხვერპლია
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ფულის გათეთრებისთვის გასამართლებულმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს და ქვეყნის მთავრობა ღალატში დაადანაშაულა.
ამ კვირაში ღარიბაშვილმა დუმილი დაარღვია, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო სახსრების მითვისებისა და ფულის გათეთრების გამოძიების დაწყების შემდეგ დაიწყო. მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებენ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს გარანტიები, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდება.
„ახლა მივმართავ ხელისუფლებას: თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ...“ - წერს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ის ციხეში აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო.
„აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის“, - წერს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ახლა მას მამის შესაძლო დაპატიმრებით აშანტაჟებს და ის ასეთ ნაბიჯებზე რეაგირებას მოახდენს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას ზოგადად არ აპირებს.
„მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
მანამდე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 21 ივლისს, საქართველოს რეგიონების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მას წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალდებას წაუყენებენ, მიმდინარე სასჯელის შენარჩუნებით, რათა პოლიტიკაში მისი დაბრუნება არ დაუშვან.
მსჯავრდებულმა ექს-პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წერილი მას მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაეგზავნა.
ამასთან, მამუკა მდინარაძე, რომელიც ღარიბაშვილისთვის ბრალდების წაყენების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა (სუსი კი ექს-პრემიერის საქმეს იძიებდა), ბრალდებებს აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს - იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შემოსავლის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა - 24 ოქტომბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
2019 წლიდან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. ღარიბაშვილმა თაღლითურად გაათეთრა დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო.
2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6,5 მლნ აშშ დოლარი.
2026 წლის იანვარში ღარიბაშვილმა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, ის დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსა და ხუთწლიან პატიმრობას, ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა, - ყველაფერი სახელმწიფოს სასარგებლოდ.