https://sputnik-georgia.com/20260821/ekonomikis-zrda-da-axali-samusao-adgilebi-saqartvelos-ekonomikis-saministros-priorotetebi-300211545.html
ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილები: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები
ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილები: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები
Sputnik საქართველო
მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13,8%-მდე შემცირდა, ხოლო რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტით გაიზარდა. 21.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-21T09:36+0400
2026-08-21T09:36+0400
2026-08-21T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/40/238544088_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_282fd0077104f09b4ebb2e3720730ec1.jpg
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებისა და მოსახლეობის შემოსავლების გასაზრდელად ინკლუზიური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება რჩება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13,8%-ს მიაღწია.„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა დავაჩქაროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, უზრუნველვყოთ მოსახლეობის და დასაქმებულების შემოსავლების ზრდა“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.მისი თქმით, მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13,8%-მდე შემცირდა, ხოლო რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტით გაიზარდა.„თუ შევხედავთ რეალურ დასაქმებას (რაც უშუალოდ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება) და გამოვრიცხავთ სოციალური დასაქმების პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობას, 2026 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტად არის გაზრდილი“, - აღნიშნა მან.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა 1,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 1,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად 14,7 და 12,6% შეადგინა.უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე იყო 14,4%. 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/40/238544088_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_59072e10cbc918e69331ee2c2eb1fbb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილები: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები
მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13,8%-მდე შემცირდა, ხოლო რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტით გაიზარდა.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებისა და მოსახლეობის შემოსავლების გასაზრდელად ინკლუზიური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება რჩება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13,8%-ს მიაღწია.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, კერძოდ, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა დავაჩქაროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, უზრუნველვყოთ მოსახლეობის და დასაქმებულების შემოსავლების ზრდა“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13,8%-მდე შემცირდა, ხოლო რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტით გაიზარდა.
„თუ შევხედავთ რეალურ დასაქმებას (რაც უშუალოდ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება) და გამოვრიცხავთ სოციალური დასაქმების პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობას, 2026 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 27.000-ზე მეტად არის გაზრდილი“, - აღნიშნა მან.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა 1,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 1,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად 14,7 და 12,6% შეადგინა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე იყო 14,4%. 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.