უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerხანდაზმული მამაკაცი
ხანდაზმული მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველოში 2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,8% შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შეადრებით 0,6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე იყო 14,4%. 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
უმუშევრობა ციფრებში
2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,8% შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 7,9 ათასი ადამიანით, ანუ 3,6%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 227,6 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქსტატის“ ინფორმაციით, სოფლად უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია ქალაქებთან შედარებით.
2026 წლის მეორე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა 1,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად 1,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად 14,7 და 12,6% შეადგინა.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. 2026 წლის აპრილ-ივნისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებს შორის 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 11,3%-მდე, მამაკაცებს შორის კი 0,2-ით შემცირდა და შესაბამისად 12,2% და 15,7% შეადგინა.
მოსახლეობის აქტივობა
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 53,3% შეადგინა - 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქის და სოფლის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შესაბამისად 0,8 და 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 0,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი უცვლელი დარჩა და დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2026 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42,2 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66,3%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მამაკაცებში კი 0,1%-ის გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0