https://sputnik-georgia.com/20260820/saqartvelosi-tele-da-radiokompaniebis-semosavali-izrdeba-axali-monacemebi-300202502.html
საქართველოში ტელე და რადიოკომპანიების შემოსავალი იზრდება - ახალი მონაცემები
საქართველოში ტელე და რადიოკომპანიების შემოსავალი იზრდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, კომერციულ განცხადებებს და ტელეშოპინგს. 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T12:42+0400
2026-08-20T12:42+0400
2026-08-20T12:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/53/227975307_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_ec5cd37ea9e572584c883fe197c30db1.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46,7%-ით გაიზარდა და 25,8 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, კომერციულ განცხადებებს და ტელეშოპინგს.გარდა ამისა, კომისიის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 2026 წლის მეორე კვარტალში 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა, რადიოკომპანიების შემოსავალი შემცირდა.მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 53,5%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლარს გაუტოლდა.ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 83%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 10.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 6.3% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.05% და 0.01% კი განცხადებებიდან და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული.რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით შემცირდა და 1.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 12.6% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/53/227975307_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_f360d4661f08ba05574957952ed9fb1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოში ტელე და რადიოკომპანიების შემოსავალი იზრდება - ახალი მონაცემები
ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, კომერციულ განცხადებებს და ტელეშოპინგს.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46,7%-ით გაიზარდა და 25,8 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.
ეს შემოსავალი მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, კომერციულ განცხადებებს და ტელეშოპინგს.
გარდა ამისა, კომისიის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი 2026 წლის მეორე კვარტალში 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა, რადიოკომპანიების შემოსავალი შემცირდა.
მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 53,5%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 83%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 10.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 6.3% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.05% და 0.01% კი განცხადებებიდან და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული.
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით შემცირდა და 1.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 12.6% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.