https://sputnik-georgia.com/20260820/saqartvelos-amerikeli-rvinis-profesionalebi-stumrobdnen-300206194.html
საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
Sputnik საქართველო
ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია... 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T15:38+0400
2026-08-20T15:38+0400
2026-08-20T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299530884_0:1:1600:901_1920x0_80_0_0_b557319dd1b17e43e86b0917d95b95ae.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის "Colangelo & Partners"-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. უწყების ცნობით, 14-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში "Colangelo & Partners"-ის წარმომადგენელი ჰემა ბოში და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სფეროს პროფესიონალები შედიოდნენ. ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ქართულ სამზარეულოს, ასევე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. უწყების განცხადებით, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. "აშშ გამოირჩევა ღვინის ბაზრის მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს", -", -აღნიშულია ინფორმაციაში. აშშ-ში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, "Colangelo & Partners" აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. კომპანია "Colangelo & Partners" ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299530884_200:0:1401:901_1920x0_80_0_0_8cf2ae892a708827848b8e5f90bf897a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის "Colangelo & Partners"-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, 14-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში "Colangelo & Partners"-ის წარმომადგენელი ჰემა ბოში და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სფეროს პროფესიონალები შედიოდნენ.
ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ქართულ სამზარეულოს, ასევე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
უწყების განცხადებით, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.
"აშშ გამოირჩევა ღვინის ბაზრის მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს", -", -აღნიშულია ინფორმაციაში.
აშშ-ში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, "Colangelo & Partners" აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. კომპანია "Colangelo & Partners" ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.