https://sputnik-georgia.com/20260820/sapatrulo-policias-dasaqmebuli-aralegali-migrantebis-gamovlenis-ufleba-mieniwa-300193023.html
საპატრულო პოლიციას დასაქმებული არალეგალი მიგრანტების გამოვლენის უფლება მიენიჭა
საპატრულო პოლიციას დასაქმებული არალეგალი მიგრანტების გამოვლენის უფლება მიენიჭა
Sputnik საქართველო
სამუშაოზე უცხოელების აყვანისას, კერძო ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაასაბუთონ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არარსებობა. 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T09:36+0400
2026-08-20T09:36+0400
2026-08-20T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/14/240051450_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2205f553c02ad8f869a12217e855aceb.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციას, მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად, მიენიჭა უფლება, შეამოწმოს უცხოელი მოქალაქეების დასაქმების კანონიერება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უშუალოდ საქართველოში ან ქართველ კლიენტებთან მუშაობს, ვალდებულია მიიღოს სამუშაო ნებართვა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. სამუშაო ბინადრობის ნებართვის გარეშე, სამუშაო ნებართვა უქმდება.გარდა ამისა, სამუშაოზე უცხოელების აყვანისას, კერძო ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაასაბუთონ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არარსებობა.სამუშაო ნებართვის მიღებისთანავე, უცხოელებმა უნდა მიმართონ სამუშაოზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ამის შეუსრულებლობა ავტომატურად გამოიწვევს სამუშაო ნებართვის დაკარგვას.ჯარიმა არალეგალური მუშაობისთვის 2 ათას ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/14/240051450_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_30e9fa455dfe47b31e7b128d53f6e51e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საპატრულო პოლიციას დასაქმებული არალეგალი მიგრანტების გამოვლენის უფლება მიენიჭა
სამუშაოზე უცხოელების აყვანისას, კერძო ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაასაბუთონ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არარსებობა.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრულო პოლიციას, მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად, მიენიჭა უფლება, შეამოწმოს უცხოელი მოქალაქეების დასაქმების კანონიერება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უშუალოდ საქართველოში ან ქართველ კლიენტებთან მუშაობს, ვალდებულია მიიღოს სამუშაო ნებართვა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. სამუშაო ბინადრობის ნებართვის გარეშე, სამუშაო ნებართვა უქმდება.
გარდა ამისა, სამუშაოზე უცხოელების აყვანისას, კერძო ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაასაბუთონ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არარსებობა.
სამუშაო ნებართვის მიღებისთანავე, უცხოელებმა უნდა მიმართონ სამუშაოზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ამის შეუსრულებლობა ავტომატურად გამოიწვევს სამუშაო ნებართვის დაკარგვას.
ჯარიმა არალეგალური მუშაობისთვის 2 ათას ლარს შეადგენს.