მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: დასავლეთში შეინიშნება უკრაინის მხარდაჭერით დაღლილობის ტენდენცია

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის და ევროკავშირის დროშები
უკრაინის და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
რუსეთი აფასებს იმ ქვეყნების ძალისხმევას, რომლებსაც გულწრფელად სურთ წვლილი შეიტანონ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერით დაღლილობის ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაზვიადებული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა უპასუხა კითხვას, ხედავენ თუ არა კრემლში უკრაინის მხარდაჭერით დასავლეთის დაღლილობის ტენდენციას.
„ასეთი ტენდენცია ნამდვილად არსებობს, მაგრამ მისი გაზვიადება საჭირო არ არის“, - თქვა პესკოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგი ევროპული ქვეყნები ზრდიან მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. ეს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაჩერონ დასავლეთის დაღლილობა, ხელი შეუშალონ მის განვითარებას და სხვადასხვა გზით წაახალისონ ევროპული სახელმწიფოები ომის გაგრძელებისკენ.
„ევროპაში კვლავ არსებობს ქვეყნების ბირთვი, უშუალო ჩართულობას, ტექნოლოგიურს, ტექნიკურს და ა.შ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი“, - განმარტა პრეზიდენტის პრესმდივანმა.
კრემლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აფასებს ყველა იმ ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც გულწრფელად სურს წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქვეყნები ჯერ კიდევ ცოტაა, მათი განზრახვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
პესკოვმა აღნიშნა, რომ კიევის პოზიციის გამო, ამჟამად არ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0