კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევში ლიბანი დაამარცხა

© Georgian Basketball Federationსაქართელოს საკალათბურთო ნაკრები
საქართელოს საკალათბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრები აგვისტოში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - თბილისში 23 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში ლიბანის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ დახურული ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 93:74 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან შეხვედრაში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი იყვნენ, 11 ქულა მოიპოვა გიორგი კორსანტიამ, ხოლო 10 ქულა სამმა კალათბურთელმა შემატა გუნდს – დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლით გაიფორმა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა თორნიკე შენგელიას და სანდრო მამუკელაშვილს, რომლებიც გუნდს მომდევნო თამაშებში დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები აგვისტოში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - თბილისში 23 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ. ამ შეხვედრას უკვე მაყურებელი დაესწრება.
28 აგვისტოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს დედაქალაქში მონტენეგროსთან შეხვედრით გახსნის, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება. ამ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში „პირველი არხი“ გააშუქებს.
საქართველო – ისრაელი, 23 აგვისტო, 19:15 საათი
საქართველო – მონტენეგრო, 28 აგვისტო, 19:15 საათი
პორტუგალია – საქართველო, 31 აგვისტო, 22:00 საათი
ყველა ახალი ამბავი
0