მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირაკლი კობახიძე პარიზში პირველ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე მიიწვიეს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
პარიზის სამიტზე მსოფლიო ლიდერები კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას განიხილავენ.
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიწვია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე, რომელიც პარიზში 9-10 სექტემბერს გაიმართება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციამ.
პირველი კოსმოსური საერთაშორისო სამიტი 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან სახელმწიფოების ლიდერები, კოსმოსური სააგენტოების, მათ შორის ESA-ს ხელმძღვანელები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მეცნიერები და ასტრონავტები, რათა განიხილონ კოსმოსური ინდუსტრიის მომავალი, მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება.
„სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია მოწვევის ტექსტში.
ღონისძიებაზე შეიკრიბებიან სახელმწიფოების ლიდერები, კოსმოსური სააგენტოების, მათ შორის ESA-ს ხელმძღვანელები, კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მეცნიერები და ასტრონავტები, რათა განიხილონ კოსმოსური ინდუსტრიის მომავალი, მდგრადი განვითარება და უსაფრთხოება.
მაკრონის თქმით, სამიტის მთავარი მიზანია კოსმოსური საკითხების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ დადასტურება და კოსმოსურ სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდაჭერა, რაც დღეს უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე.
სამიტის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო დიალოგს კოსმოსური დარგის შექმნაზე, რომელიც ჩვენი დროის გამოწვევებს დააკმაყოფილებს, ასევე გააძლიეროს თანამშრომლობა ინდუსტრიის წინაშე არსებული ძირითადი საკითხების გადაჭრის საკითხებში.
ყველა ახალი ამბავი
0