გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით თაღლითური სქემა განხორციელდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისნარტფონი
სნარტფონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები იგზავნება.
19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.
შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0