https://sputnik-georgia.com/20260820/eqsportis-zrda-qartuli-produqciis-konkurentunarianobaze-metyvelebs-cincaze-300202317.html
ექსპორტის ზრდა ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს - ცინცაძე
ექსპორტის ზრდა ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს - ცინცაძე
Sputnik საქართველო
ივლისი რამდენიმე მაჩვენებლით რეკორდული თვე იყო ქართული ექსპორტისთვის - ხელისუფლება ამას გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას... 20.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-20T11:32+0400
2026-08-20T11:32+0400
2026-08-20T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bbda5c77295bde172163150d754f5428.png
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ექსპორტის მოცულობის სწრაფი ზრდა ნათლად აჩვენებს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები: ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.მინიტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე.„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა და ექსპორტის მაჩვენებელი 793,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რეექსპორტის გამოკლებით), რომელიც 72,5%-ით გაიზარდა და ივლისში რეკორდულ ნიშნულს, 462,5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2026 წლის პირველი შვიდი თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდულ მოცულობას, 4.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21,6%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64,1%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-ივლისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/06/292405346_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_6aa6aecdd3aafeada3f627b4919c95f2.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ექსპორტის ზრდა ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს - ცინცაძე
ივლისი რამდენიმე მაჩვენებლით რეკორდული თვე იყო ქართული ექსპორტისთვის - ხელისუფლება ამას გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას უკავშირებს
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ექსპორტის მოცულობის სწრაფი ზრდა ნათლად აჩვენებს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები: ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 72%-ზე მეტად გაიზარდა და მისმა მოცულობამ ივლისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა და 462 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, - განაცხადა ცინცაძემ.
მინიტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდულია იანვარი-ივლისის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე.
„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რათა გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება მომდევნო წლებში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა და ექსპორტის მაჩვენებელი 793,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ ექსპორტში (რეექსპორტის გამოკლებით), რომელიც 72,5%-ით გაიზარდა და ივლისში რეკორდულ ნიშნულს, 462,5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2026 წლის პირველი შვიდი თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტმა ასევე რეკორდულ მოცულობას, 4.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21,6%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 64,1%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-ივლისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.