მოსაზრება: აშშ-ის ახალი სტრატეგია ირანთან ბრძოლაში

© AP Photo / Altaf QadriОрмузский пролив
Ормузский пролив - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2026
გამოწერა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ამერიკის ტერიტორიად“ გამოაცხადა და ომანის დაბომბვით იმუქრება, რომელიც ირანთან ერთად რეალურად განსაზღვრავს სრუტეს ბედს. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური ზეწოლისთვის და სამხედრო კონფლიქტის გაფართოებისთვის ემზადება, მათ შორის, ევროპაში პენტაგონის ბაზებზე დარტყმებისთვის.
ვაშინგტონის ყველა მცდელობა, თეირანთან ამერიკული პირობებით შეთანხმებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. თეთრ სახლში ირანის პირობების მიღება არ სურთ. პენტაგონს საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად საკმარისი რესურსები არ გააჩნია. აშშ იძულებულია, შეცვალოს ახლო აღმოსავლეთის სტრატეგია, გამოვიდეს მოლაპარაკებებიდან, გადადოს დაბომბვები და ირანის ეკონომიკური გზით „მოგუდვას“ შეეცადოს. ფაქტობრივად, რაც ხდება, ისაა, რომ აშშ ბრძოლის ველიდან უკან იხევს და ახალი ძალებით დაბრუნებას ჰპირდება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ექსცენტრიული განცხადებები უკვე აღარავის აკვირვებს. WP-ის დაკვირვება: „ტრამპი კვლავ იმუქრება, მაგრამ მსოფლიომ ძრწოლა შეწყვიტა“. და მაინც, გუშინ ჰორმუზის სრუტის ახალ „ამერიკის ტერიტორიად“ გამოცხადება განსაკუთრებულად საყურადღებოა. „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო“ საბოლოოდ “ბანქოს სახლად” გადაიქცა. აშშ-ს მიერ ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლის“ შესახებ განცხადებებს რეალობასთან კავშირი არ აქვს.
გასული ექვსი თვის განმავლობაში (28 თებერვლიდან) ირანზე დარტყმებისთვის პენტაგონმა, პრაქტიკულად, ყველა ზუსტი დამიზნების და საზენიტო რაკეტა გამოიყენა, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა მოაწყო, უზარმაზარი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა, თუმცა, მიზნებს ვერ მიაღწია. ამგვარად, ვაშინგტონმა გააძლიერა ირანის სახელმწიფო სუვერენიტეტი და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის კონტროლი ჰორმუზზე. აშშ-მა კიდევ ერთი ომი წააგო.
ინერციით, ტრამპი ირანისგან „50 წლის“ რეპარაციებს მოითხოვს და სარაკეტო დარტყმებით ემუქრება ომანს, რომელიც მზად არის, ირანთან ერთად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, ჰორმუზის სრუტე გააკონტროლოს. თეირანი იარაღის არსენალებს ზრდის, იმ შემთხვევისთვის, თუ ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მოქმედებები გაფართოება, და არ გამორიცხავს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმებს. ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ამირ ხათამიმ 17 აგვისტოს 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოც კი დააწესა თითოეული ტყვედ აყვანილი ან მოკლული ამერიკელი ჯარისკაცისთვის.
სპარსეთის ყურის მონარქიები ტრამპით უკმაყოფილო არიან, მშვიდობა და ჰორმუზის გავლით ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანზიტი სურთ და ირანისა და ომანის კონტროლს წინააღმდეგობას არ უწევენ. ამ კონტროლის ფარგლებში, გათვალისწინებულია ყველა ქვეყნის საზღვაო ხომალდისთვის სრუტეში გავლის საფასურის დაწესება, გარდა მეგობრული ქვეყნებისა (რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი — უფასოდ). ამერიკული და ისრაელის ხომალდებისთვის (სამოქალაქო და სამხედრო) ჰორმუზის სრუტე დაკეტილია.
გასულმა 47-მა სანქციურმა წელმა დაამტკიცა ირანზე მკაცრი ეკონომიკური ზეწოლის უსარგებლობა. აშშ-ს სანქციების პოლიტიკა არაეფექტიანია. ირანული ნავთობი, ყველა აკრძალვის მიუხედავად, მყიდველებს პოულობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა: ირანის სანქციებით „მოგუდვის“ მცდელობები აშშ-ს კონფლიქტიდან „ნაკლებად დამამცირებელი“ გზით გამოსვლის შესაძლებლობებს ზღუდავს.
Foreign Policy-მ დაასკვნა: „აშშ ირანთან კონფლიქტში მკაფიო მიზნებისა და სტრატეგიული გეგმის გარეშე ჩაერთო… თეთრი სახლის ავანტიურამ მთელ მსოფლიოს აჩვენა სახელგანთქმული ამერიკული არმიის სამარცხვინო სისუსტე“. ირანთან ომი, ამერიკელი ლიდერების არაკომპეტენტურობისა და ტყუილების გამო, მეორე ვიეტნამად იქცა.
თეთრი სახლის სტრატეგთა შეხვედრებზე ზოგჯერ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხსაც განიხილავენ. მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელია, რადგან ტრამპის საქმე ძალიან ცუდად მიდის. საგარეო-პოლიტიკურ დანაკარგებთან ერთად, ირანთან ომს ამერიკელთა 64% მხარს არ უჭერს. მშვიდობიან პერიოდში ჰორმუზის გავლით მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების მეხუთედი ხორციელდებოდა, რაც აშშ-მა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებით დაბლოკა. აშშ-ში საწვავსა და სხვა საქონელზე ფასების ზრდა „შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიისთვის დარტყმად“ იქცა.
თეირანის ბირთვული განიარაღების საკითხი არ განიხილება, სამაგიეროდ, NBC News-ის ინფორმაციით (ევროპული მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით), რუსეთიდან რაკეტებისა და დრონების არსენალისთვის ირანისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდება (კასპიის ზღვის გავლით) დაიწყო. როგორც არ უნდა იყოს, დღეს ამას ამერიკის ადმინისტრაციისთვის, რომელიც მხოლოდ ჩიხიდან გამოსავლის ძიებით არის დაკავებული, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
ჟურნალმა The American Conservative-მა 19 აგვისტოს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა მკაცრად შეაფასა:
„აშშ თავს წარმოაჩენს, როგორც გულუხვ და კეთილგანწყობილ მსოფლიო ლიდერს, რომელიც მხარს უჭერს „წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“. ეს არის გლობალისტების მიერ სხვა ქვეყნების დასაშინებლად გამოყენებული მატყუარა კონსტრუქცია. წესები ამ მოძალადეთა ინტერესების შესაბამისად იცვლება და მათ რეგულარულად იყენებენ ურჩი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. ეს არის მოტყუება, რომელიც მოწყვეტილია პრინციპებსა და იდეალებს... ამერიკის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში კვლავ სირცხვილად რჩება“.
მართლაც, აგვისტოს დასაწყისისთვის აშშ-მა ირანში, პრაქტიკულად, ყველა თავისი დიდი სიშორის მაღალი სიზუსტის რაკეტა გამოიყენა, ასევე საკვანძო საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტების თითქმის 80%. თეირანის მოკავშირეებმა, იემენელმა ჰუსიტებმა, საუდის არაბეთს აიძულეს, საბრძოლო მოქმედებების პირველი 38 დღის განმავლობაში Patriot-ის რაკეტების 90%-მდე გამოეყენებინა. TAC-ის მწარე დასკვნები:
„ამერიკა დაღმავალი იმპერიაა, რომლის არმიაც სუსტდება და რომელსაც თავისი მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია... ჩვენი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა იმის გააზრებას, თუ რა საშინელებებია შექმნილი მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ და დაფინანსებულ მრავალრიცხოვან საიდუმლო ბიოლაბორატორიებში, რომელთა დაფინანსებაც ხშირად ამომრჩევლებისგან „ეროვნული უსაფრთხოების“ სახელით არის შენიღბული “.
შესაძლოა, მსგავსი (ფხიზელი) აზრები ოდესმე ამერიკის ადმინისტრაციასაც ეწვიოს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს — ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0