სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომობილში იარაღი და საბრძოლო მასალები უპოვეს

© courtesy of Ia Chkhaidzeსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების საქართველოში შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იარაღი უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ავტომობილებში ჰქონდა დამალული.
"მებაჟე ოფიცრებმა, "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდისა და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0