https://sputnik-georgia.com/20260819/saqartvelosi-didma-sastumroebma-wlis-pirvel-naxevarsi-datvirtuloba-da-tarifebi-gazardes-300188797.html
საქართველოში დიდმა სასტუმროებმა წლის პირველ ნახევარში დატვირთულობა და ტარიფები გაზარდეს
საქართველოში დიდმა სასტუმროებმა წლის პირველ ნახევარში დატვირთულობა და ტარიფები გაზარდეს
Sputnik საქართველო
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების დატვირთულობის ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარსა და მაისში იყო. 19.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-19T12:45+0400
2026-08-19T12:45+0400
2026-08-19T12:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24196/55/241965577_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_881e53ab6fd7539eee284ebf61499d36.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დიდ ბრენდირებულ სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 7%-ით გაიზარდა და 134 დოლარს მიაღწია, ხოლო დატვირთულობა 58%-მდე გაიზარდა, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის მიმოხილვაშისაინვესტიციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების დატვირთულობის ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარსა და მაისში იყო. სასტუმროების დატვირთულობის დადებითი დინამიკა ტურისტული ვიზიტების ზრდას ემთხვევა.2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 1.932 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2,7 მილიონი შეადგინა, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტული იყო.TBC Capital-ის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ბაზრების შესუსტება იყო. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ირანისა და საუდის არაბეთის კუთხით, ხოლო ისრაელიდან ვიზიტორების შემოსვლით მიღებული შემოსავალი 8%-ით შემცირდა.ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, უარყოფითი დინამიკა ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებიდან შემოსავლების ზრდით.„ახლო აღმოსავლეთის ბაზრები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტურისტული შემოსავლების თვალსაზრისით. რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ნაკადების შემცირების მიუხედავად, ისრაელი ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ მესამე უდიდეს ბაზრად რჩება“, - ნათქვამია ანგარიშში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,03%-ით ნაკლებია.2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან კი 21,16%-ით გაიზარდა.2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24196/55/241965577_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_da62fee16c65546b7ea271a5f0fb33af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოში დიდმა სასტუმროებმა წლის პირველ ნახევარში დატვირთულობა და ტარიფები გაზარდეს
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების დატვირთულობის ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარსა და მაისში იყო.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოში დიდ ბრენდირებულ სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 7%-ით გაიზარდა და 134 დოლარს მიაღწია, ხოლო დატვირთულობა 58%-მდე გაიზარდა, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის მიმოხილვაში
საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების დატვირთულობის ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარსა და მაისში იყო. სასტუმროების დატვირთულობის დადებითი დინამიკა ტურისტული ვიზიტების ზრდას ემთხვევა.
„დიდ ბრენდულ სასტუმროებში ნომრების ღირებულებაც გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში ტარიფმა 134 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად დაახლოებით 7-პროცენტიანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სტაბილურად მზარდი ტარიფები ფიქსირდებოდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 1.932 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2,7 მილიონი შეადგინა, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტული იყო.
TBC Capital-ის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ბაზრების შესუსტება იყო. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ირანისა და საუდის არაბეთის კუთხით, ხოლო ისრაელიდან ვიზიტორების შემოსვლით მიღებული შემოსავალი 8%-ით შემცირდა.
ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, უარყოფითი დინამიკა ნაწილობრივ კომპენსირებული იყო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებიდან შემოსავლების ზრდით.
„ახლო აღმოსავლეთის ბაზრები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტურისტული შემოსავლების თვალსაზრისით. რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ნაკადების შემცირების მიუხედავად, ისრაელი ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ მესამე უდიდეს ბაზრად რჩება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 1,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,03%-ით ნაკლებია.
2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან კი 21,16%-ით გაიზარდა.
2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.