რამდენი ტვირთი დამუშავდა ფოთის პორტში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ივლისში დაფიქსირდა - 65.759 TEU
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივლისში ფოთის პორტში დამუშავდა 404.760 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია, ნათქვამია კომპანია APM Terminals Poti-ს განცხადებაში.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
APM Terminals Poti-ს მონაცემებით, წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ივლისში დაფიქსირდა - 65.759 TEU. წინა რეკორდი მაისში დამყარდა - 64.952 TEU.
ივლისში პორტმა 42 კონტეინერმზიდი მიიღო. სულ შვიდი თვის განმავლობაში პორტმა 253 კონტეინერმზიდი მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (210 გემი).
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, დადებითი დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების სეგმენტშიც. 2026 წლის დასაწყისიდან ასეთი ტვირთის 270.446 ტონა დამუშავდა, რაც 2025 წლის მაჩვენებელს 60%-ით აღემატება.
გარდა ამისა, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ბორნებით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 127.163 ტონა შეადგინა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 97.761 ტონას შეადგენდა.
ფოთის პორტი დღეს
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომლის წლიური სიმძლავრე 500.000 ტონაა, რამაც გახსნა ალტერნატიული გზა ხორბლის ექსპორტისთვის ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ამას მოჰყვა ახალი შიდა საკონტეინერო ტერმინალი 2014 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0