მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: უკრაინული დრონები ზიანს გვაყენებს, მაგრამ არა კრიტიკულს

© photo: Sputnik / Наталья СеливерстоваWildberries-ის გაცემის პუნქტი
Wildberries-ის გაცემის პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებს დრონების გამოყენებით ბომბავენ
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე არანაირი კრიტიკული შედეგი არ მოჰყოლია, არ არსებობს და არც შეიძლება მოჰყვეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმები ზიანის მომტანია.
ოთხშაბათს პუტინმა კრემლში სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომა ჩაატარა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის პერიოდში რუსეთის ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გეგმის განხორციელებას მიეძღვნა.
სხდომაზე სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერების და თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობას.
პუტინის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა „ზოგადად მოკრძალებულია, მაგრამ პოზიტიურია“ და მასზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების სანქციების ზეწოლა და სამრეწველო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმები.
რუსეთის ტერიტორიის განთავსებულ სხვადასხვა ობიექტებზე უკრაინული დრონების თავდასხმებთან დაკავშირებით პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია.
„რა თქმა უნდა, ასეთ თავდასხმებს კრიტიკული შედეგები არ მოჰყოლია, ეს არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს. მაგრამ ისინი ზიანს ნამდვილად გვაყენებენ, ეს ცხადია. ჩვენ ეს გვესმის, ვხედავთ და ვიცით“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობო ობიექტები უნდა აღდგეს და სახელმწიფომ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. პუტინმა რუსეთის მინისტრთა კაბინეტს დაავალა შესაბამისი პროგრამის მიღება და აღნიშნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უნდა განხორციელდეს თვისობრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე.
ივლისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის მარკეტპლეისის საწყობებს დრონებით ბომბავენ. დარტყმებს ხანძარი და საქონლის ნაწილის განადგურება მოყვა.
ექსპერტების აზრით, უკრაინის შეიარაღებული ძალების Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმების შედეგები ევრაზიული მასშტაბის პრობლემად იქცა, რადგან მარკეტპლეისზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს ქვეყნებიდან საქონელი იყო წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0