მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: „სვოს“-ს დასრულების შემდეგ მებრძოლების დასაქმებისთვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
სტრატეგიული განვითარების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების მომავალ დასაქმებაზე, არამედ სანქციებისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე რუსეთის ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზეც ისაუბრა
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბევრ ჯარისკაცს დასაქმება დასჭირდება და ამისთვის მომზადება წინასწარ უნდა მოხდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
19 აგვისტოს სახელმწიფოს მეთაურმა კრემლში სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომა გამართა, სადაც რუსეთის ეკონომიკაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს.
„არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წამოიჭრება - ჩვენი ბიჭების დაბრუნება შეხების ხაზიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ. ბევრი ადამიანია და მათ დასაქმება სჭირდებათ, ისინი ჯანსაღი ამბიციებით მოვლენ და ა.შ.“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, ეს სერიოზული სამუშაო იქნება და მისთვის მზადება ახლავე უნდა დაიწყოს.
პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის პრობლემების მოგვარება და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა მთავარ პრიორიტეტებად რჩება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის პრობლემების მოგვარებაა და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერას ეხება“, - განაცხადა პუტინმა.
სხდომაზე სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის სუვერენიტეტის გაძლიერების და თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობას.
პუტინის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური დინამიკა „ზოგადად მოკრძალებულია, მაგრამ პოზიტიურია“ და მასზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების სანქციების ზეწოლა და სამრეწველო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმები.
ყველა ახალი ამბავი
0