გუდაურში პარაგლაიდინგის საერთაშორისო ჩემპიონატი Caucasus Open Series 2026 გაიმართება

© Georgian paragliding Federationპარაპლანით ფრენა
პარაპლანით ფრენა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
შეჯიბრება სტარტს აიღებს მთის ფერდობიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს. მონაწილეები არაგვის ხეობის თავზე დაახლოებით 50 კილომეტრს იფრენენ.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო პარაგლაიდინგის ეპიცენტრი გახდება - გუდაურის სათხილამურო კურორტზე პარაგლაიდინგის საერთაშორისო ჩემპიონატი Caucasus Open Series Edition 2026 გაიმართება.
ეს არის მესამე ჩემპიონატი რომელიც საქართველოში ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური. პარაგლაიდინგის ჩემპიონატის ორგანიზატორია კომპანია "ადრენალინის" წარმომადგენელი, 2024 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული იან მინასიანი.
საერთაშორისო შეჯიბრება FAI Category 2 დიდი კავკასიის გულში გააერთიანებს მფრინავებს მთელი მსოფლიოდან დაუვიწყარი ფრენებისთვის. შეჯიბრება სტარტს აიღებს მთის ფერდობიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მდებარეობს. მონაწილეები მარშრუტზე საშუალოდ დაახლოებით 50 კილომეტრს იფრენენ.
"ჩემპიონატის მონაწილეებს ელის ტექნიკური მარშრუტები დიდებული მწვერვალების თავზე, მთის მძლავრი თერმული ნაკადები და არაგვის ხეობის წარმოუდგენელი ხედები. სანახაობის მაყურებელს კი - ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ჩემპიონატს მხარს უჭერენ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია და ექსტრემალური ტურების ორგანიზატორი კომპანია „ადრენალინი“ (Adrenaline).
FAI-ის მეორე კატეგორიის საერთაშორისო შეჯიბრებები არის სპორტის საავიაციო სახეობათა ოფიციალური ღია ეროვნული ან საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებიც შეტანილია საერთაშორისო კალენდარში, მაგრამ არ წარმოადგენს მსოფლიო ან კონტინენტურ ჩემპიონატებს.
ყველა ახალი ამბავი
0