https://sputnik-georgia.com/20260819/cxvris-qurqsi-gaxveuli-turebi-mamuka-mdinarazem-opozicia-gaakritika-300199760.html
„ცხვრის ქურქში გახვეული ტურები“: მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა
„ცხვრის ქურქში გახვეული ტურები“: მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
დეპუტატის მოწოდებას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მოჰყვა მწვავე გამოხმაურება თანაპარტიული კოლეგის მხრიდან: რეგიონების მინისტრმა თქვა, რომ ბოდიშის მომხდენი... 19.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-19T20:30+0400
2026-08-19T20:30+0400
2026-08-19T20:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590695_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a6d3fa5e27c09037bc67d4021400dd85.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცხვრის ქურქში გახვეული ტურები არიან, რომლებსაც გარე ძალები მართავენ და ისინი საზოგადოებას ბოდიშს არასდროს მოუხდიან, განაცხადა საქართველოს რეგიონების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ოთხშაბათს განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტივისტებს, ბოდიში მოიხადონ ქართულ საზოგადოებას „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო კამპანიისთვის და შემდეგ დატოვონ ქართული პოლიტიკა.მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.კანონის მიღებამდე საქართველოში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, თავად კანონმა კი დასავლეთის ქვეყნებთან უთანხმოება გამოიწვია. ახლა, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმება ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი პირობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590695_65:0:1204:854_1920x0_80_0_0_7c347bfb1ed1bc9f928da7dc0a7c69e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
„ცხვრის ქურქში გახვეული ტურები“: მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა
დეპუტატის მოწოდებას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მოჰყვა მწვავე გამოხმაურება თანაპარტიული კოლეგის მხრიდან: რეგიონების მინისტრმა თქვა, რომ ბოდიშის მომხდენი უბრალოდ არავინაა
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცხვრის ქურქში გახვეული ტურები არიან, რომლებსაც გარე ძალები მართავენ და ისინი საზოგადოებას ბოდიშს არასდროს მოუხდიან, განაცხადა საქართველოს რეგიონების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ოთხშაბათს განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტივისტებს, ბოდიში მოიხადონ ქართულ საზოგადოებას „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო კამპანიისთვის და შემდეგ დატოვონ ქართული პოლიტიკა.
„მათი მხრიდან არავინ ბოდიშის მომხდელი არ არის, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ყველას ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად და წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების, ზოგ შემთხვევაში კეთილსინდისიერებით, ზოგ შემთხვევაში ასეთი ცრუ ლეგენდების ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. აქ არის მთავარი ერთი რამ: ჩვენ გვყავს ათეულობით ცხვრის ქურქში გახვეული, მგელს ვერ ვუწოდებთ, ტურა, ალბათ, რომელთა მწყემსები არიან უცხოელები და არა ქართველები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მმართველ პარტიაში ტერმინებს „გლობალური ომის პარტია" და Deep state სინონიმებად იყენებენ. „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.
კანონის მიღებამდე საქართველოში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, თავად კანონმა კი დასავლეთის ქვეყნებთან უთანხმოება გამოიწვია. ახლა, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაუქმება ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი პირობაა.