https://sputnik-georgia.com/20260819/arcevnebi-2026-monawileobis-survili-orma-partiam-gamotqva-300195207.html
არჩევნები-2026: კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ორმა პარტიამ გამოთქვა
არჩევნები-2026: კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ორმა პარტიამ გამოთქვა
Sputnik საქართველო
განაცხადები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ძლიერი საქართველო - ლელო“. 19.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-19T17:31+0400
2026-08-19T17:31+0400
2026-08-19T17:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290548615_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_368664d771c902efa4ae4eda0dbd727f.jpg
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ორმა პარტიამ წარადგინა განაცხადი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იტყობინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).არჩევნები 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის რაიონებში შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება.ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ძლიერი საქართველო - ლელო“.ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილნი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში პირდაპირი კენჭისყრით აირჩევიან. თუ დეპუტატი რაიმე მიზეზით დატოვებს საკრებულოს, ვაკანტური ადგილის შესავსებად ახალი არჩევნები ინიშნება.მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290548615_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0fd28469ae5124f4ccfda8e847dcd9b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები-2026: კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ორმა პარტიამ გამოთქვა
განაცხადები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ძლიერი საქართველო - ლელო“.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ორმა პარტიამ წარადგინა განაცხადი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იტყობინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).
არჩევნები 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის რაიონებში შვიდ საარჩევნო უბანზე გაიმართება.
ცესკოს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები წარადგინეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ძლიერი საქართველო - ლელო“.
ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილნი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში პირდაპირი კენჭისყრით აირჩევიან. თუ დეპუტატი რაიმე მიზეზით დატოვებს საკრებულოს, ვაკანტური ადგილის შესავსებად ახალი არჩევნები ინიშნება.
მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.