თბილისის მერიის სამსახურები ახალი წვიმებისთვის მზად არის - მერი

© photo: Sputnik / Stringerღრუბლები თბილისის წაზე
ღრუბლები თბილისის წაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
მსგავსი სიძლიერის წვიმის დროს მოწყვლადია ნებისმიერი ქალაქი, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც, აღნიშნა კალაძემ
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში სიტუაციის მონიტორინგი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით გრძელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სინოპტიკოსები 19-დან 21 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქში ძლიერ, ხანმოკლე წვიმას და ჭექა-ქუხილს პროგნოზირებენ.
„დედაქალაქში აღდგენისა და გაწმენდის სამუშაოები კვლავაც გრძელდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ მერია არ დატოვებს უყურადღებოდ პრობლემებს, რომლებიც ძლიერმა წვიმებმა მოქალაქეებს შეუქმნა.
„არ დავტოვებთ არცერთ თქვენს პრობლემას უყურადღებოდ. მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ვისაც ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი სიძლიერის წვიმის დროს მოწყვლადია ნებისმიერი ქალაქი, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც.
„ზოგადად, დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი როცა მოდის, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო ძლიერი და განვითარებული ქალაქებისთვის. ასეთ ქალაქებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო გამართულია, თუმცა იქაც კი არის ხოლმე ასეთ დროს პრობლემები“, - აღნიშნა კალაძემ.
15 აგვისტოს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის ზოგიერთი ქუჩა, შენობების პირველი სართულები, სარდაფები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე მობილიზებული იყვნენ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.
ყველა ახალი ამბავი
0