https://sputnik-georgia.com/20260818/tbilisis-meriam-armaseneblis-gamziris-reabilitaciastan-dakavsirebit-tenderi-gamoacxada-300177360.html
თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა
თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ... 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T15:49+0400
2026-08-18T15:49+0400
2026-08-18T15:49+0400
საქართველო
ახალი ამბები
ვითარება გზებზე
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293740610_0:233:3078:1964_1920x0_80_0_0_d1d8b239048a2e7b62f5c698f5c2397b.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.დავით აღმაშენებლის გამზირის თავდაპირველად ეწოდებოდა მიხეილის გამზირი, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვბის პატივსაცემად (გამზირზე აშენებულ საავადმყოფოსაც სახელი „მიხაილოვი“ ერქვა). 1918 წელს დაერქვა პლეხანოვის გამზირი რუსი მარქსისტის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს სახელი შერჩა საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ხოლო 1988 წელს ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009-2011 წლებშიც განახორციელა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ისტორიულმა ქუჩამ აქტიური სავაჭრო, ტურისტული და კულტურული გამზირის ფუნქცია შეიძინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293740610_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_4fb2e75712dca776f9663d27db31b5ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ვითარება გზებზე, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
საქართველო, ახალი ამბები, ვითარება გზებზე, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა
დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. მოეწყობა ველობილიკი. ასევე, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED ლამპიონები. მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
დედაქალაქის მერმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.
დავით აღმაშენებლის გამზირის თავდაპირველად ეწოდებოდა მიხეილის გამზირი, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვბის პატივსაცემად (გამზირზე აშენებულ საავადმყოფოსაც სახელი „მიხაილოვი“ ერქვა). 1918 წელს დაერქვა პლეხანოვის გამზირი რუსი მარქსისტის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს სახელი შერჩა საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ხოლო 1988 წელს ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.
დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009-2011 წლებშიც განახორციელა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ისტორიულმა ქუჩამ აქტიური სავაჭრო, ტურისტული და კულტურული გამზირის ფუნქცია შეიძინა.