საქართველოში 2025 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა დააზუსტეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
დაზუსტების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელს 0,2 მლრდ დოლარით გაიზარდა
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მოცულობა 2025 წელს 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 19,3%-ით გაიზარდა და 1,9 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ადრე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს ინვესტიციები 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც დაზუსტებულ მონაცემებთან 12,5%-ით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი დაზუსტდა რეინვესტირების მაჩვენებლის და რამდენიმე საწარმოს კრედიტების მოცულობის ცვლილებების გამო.
2025 წელს ინვესტიციების ზრდის მთავარი მიზეზი სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების ზრდა წარმოადგენს.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს სააქციო კაპიტალი 685,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 25,9%-ით მეტია. გარდა ამისა, ამ პერიოდში რეინვესტირება 16,4%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ინვესტიციები საქართველოში 2025 წელს. ქვეყნების ტოპ-სამეული

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

დიდი ბრიტანეთი

426,6

22,4

აზერბაიჯანი

214,4

11,3

თურქეთი

202,4

10,6

ინვესტიციები ასევე შემოვიდა მალტიდან, ისრაელიდან, ნიდერლანდიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2025 წელს იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება, ასევე ვაჭრობა.
ინვესტიციები საქართველოში 2025 წელს. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა

633,2

33,3

უძრავი ქონება

254,7

13,4

ვაჭრობა

191,1

10,1

ინვესტიციები ასევე განხორციელდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში და ა.შ.
„საქსტატსმა“ დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც საქართველოში 2021 წლიდან შემოვიდა. ციფრები შეიცვალა რამდენიმე საწარმოს მიერ წარდგენილი კაპიტალის და კრედიტების მოცულობის დაზუსტების შედეგად.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2021-2025 წლებში

წელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

2021

1 293,6

116,9

2022

2 258,3

74,6

2023

2 069,8

-8,3

2024

1 592,7

-23,1

2025

1 900,4

19,3

საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0