https://sputnik-georgia.com/20260818/rustavi-tbilisis-damakavsirebel-gzaze-napirsamagri-da-sagzao-samusoebi-dasrulda-300178498.html
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა
Sputnik საქართველო
მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ხუთი თვის განმავლობაში აწარმოებდა 18.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-18T18:39+0400
2026-08-18T18:39+0400
2026-08-18T18:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.საავტომობილო გზაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაზიანდა. ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე. მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ხუთი თვის განმავლობაში აწარმოებდა.მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 3,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა
მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ხუთი თვის განმავლობაში აწარმოებდა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
საავტომობილო გზაზე მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაზიანდა. ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე. მერია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ხუთი თვის განმავლობაში აწარმოებდა.
„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები გაჩნდა, ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. პრობლემის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და გადაუდებელი წესით დაიწყო აღდგენის სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება სრულად უსაფრთხოა.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, აღდგა დამცავი მოაჯირები, ხოლო სავალი ნაწილის დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები. დაიგო ასფალტის საფარი და საავტომობილო გზა დაიხაზა. ამჟამად აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 3,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.